შოთა რეხვიაშვილი მდინარე დებედას ნაპირსამაგრ სამუშაოებს გაეცნო


ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული, შოთა რეხვიაშვილი მარნეულის მუნიციპალიტეტის, მერის მოვალეობის შემსრულებელთან, ზაურ ტაბატაძესთან ერთად, სოფელ დამია-გეურარხში, მდინარე დებედას ნაპირსამაგრი სამუშაოების მიმდინარეობას გაეცნო.

პროექტის განხორციელება სოფელში მდინარის ადიდებისა და სასოფლო- სამეურნეო სავარგულების განადგურების პრევენციის მიზნით დაიგეგმა. სამუშაოებისთვის რეგიონული განვითარების ფონდიდან მილიონ ლარზე მეტი თანხაა გამოყოფილი, დასაქმებულია 60 ადგილობრივი.

კომპანია ,,მამისონი“ დამია-გეურარხში მდინარის ნაპირსამაგრ სამუშაოებს მიმდინარე წლის მაისის თვეში დაასრულებს. პროექტის განხორციელების პროცესში აქტიურადაა ჩართული ,,საქართველოს მელიორაცია“.
#ქვემოქართლი2019
#მარნეული2019
#ნაპირსამაგრისამუსაოები2019
#სახელმწიფორწმუნებული2019
#შოთარეხვიაშვილი2019

ვიდეოები „ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია"-ისგან