შოთა რეხვიაშვილი რუსთავქალაქობის დასკვნით ღონისძიებაზე


დღეს, რუსთავქალაქობა 2018 - ის ფარგლებში დასკვინითი ღონისძიება გაიმართა, რომელსაც ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული-გუბერნატორი, შოთა რეხვიაშვილი, გუბერნატორის მოადგილე, კახა კობერიძე, ქალაქის ხელმძღვანელი პირები და მოწვეული სტუმრები დაესწრნენ.

ღონისძიების ფარგლებში დამსახურებულმა და ღვაწლმოსილმა რუსთაველებმა ქალაქის ისტორიიდან უცნობი ეპიზოდები გააცოცხლეს. მიმდინარე აქტივობების ფარგლებში მოეწყო თემატური ფოტო და ხელნაკეთი ნივთების გამოფენა. გაიმართა ლიტერატურული კონკურსი ადგილობრივი ახალგაზრდების მონაწილეობით. სადღესასწაულო განწყობა შექმნეს ცნობილმა მუსიკალურმა ანსამბლებმა და სოლო შემსრულებლებმა.

გამოვლინდა ქალაქის, კიდევ, სამი საპატიო მოქალაქე, ინჟინერ-მშენებელი კარლო ლეკვეიშვილი, წარმატებული სპორტსმენი და მსოფლიოს მრავალგზის ჩემპიონი ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში თემურ ყაზარაშვილი და მწერალი და დამსახურებული ჟურმნალისტი ლია მარტაშვილი.
#ქვემოქართლი2018
#რუსთავი2018
#რუსთავქალაქობა2018
#გუბერნატორი2018

ვიდეოები „ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია"-ისგან