ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული შოთა რეხვიაშვილი ,,რუსთავქალაქობა“- 2019-ის ფარგლებში გამართულ ეთნოფესტივალს დაესწრო. ღონისძიებები რუსთავის კულტურისა და დასვენების პარკში გაიმართა, მოეწყო რეგიონის მუნიციპალიტეტების სტენდები, გამოიფინა ქართული ტრადიციული სამოსი, ხელნაკეთი ნივთები და ადგილობრივი პროდუქცია.

სახელმწიფო რწმუნებული ქალაქის და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, დღის განმავლობაში, მიმდინარე კულტურულ და სპორტულ ღონისძიებებზე იმყოფებოდა.

დღესასწაულო პროგრამა ქართული მუსიკის საღამომ დაასრულა, დაჯილდოვდა რუსთავის საპატიო მოქალაქე.
#ქვემოქართლისრეგიონი2019
#რუსთავქალაქობა2019
#ეთნოფესტივალი2019
#სახელმწიფორწმუნებული2019
#შოთარეხვიშვილი2019

ვიდეოები „ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია"-ისგან