„ეთნოფესტი 2022“

10.10.2022 04:51

ტრადიციული რეწვის, გამოყენებითი ხელოვნების და დიზაინის ერთ-ერთი მასშტაბური პლატფორმა საქართველოში უკვე მეექვსედ იქნება წარმოდგენილი. „ეთნოფესტი“ იწყება. სამი დღის განმავლობაში „ექსპო ჯორჯია“ სხვადასხვა ქვეყნის 200-მდე მეწარმეს, რეწვის ოსტატს და გამოყენებითი ხელოვნების დიზაინერს გააერთიანებს.  გარდა ადგილობრივი პროდუქციის პოპულარიზაციისა, ეთნოფესტივალის ფარგლებში მეწარმეებს შესაძლებლობა ექნებათ უცხოელ კოლეგებთან ბიზნეს-კავშირები დაამყარონ და ნამუშევრები მათი საშუალებით მსოფლიოს გააცნონ. საერთაშორისო ფესტივალს 14 ოქტომბრიდან „ექსპო ჯორჯია“ უმასპინძლებს. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge   გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება: