რუსთავში ვაჟა-ფშაველას ბიუსტი გაიხსნა.

17.09.2018 03:35

რუსთავქალაქობა 2018-ის კვირეულის ფარგლებში, მეგობრობის ქუჩაზე ვაჟა-ფშაველას ბიუსტი საზეიმოდ გაიხსნა.

ღონისძიებას ქვემო ქართლის გუბერნატორი შოთა რეხვიაშვილი, გუბერნატორის მოადგილე, კახა კობერიძე, რუსთავის მერი, ირაკლი ტაბაღუა, საკრებულოს თავმჯდომარე, ლევან ონიანი, ქართველი კლასიკოსის შთამომავალი, ვაჟა- ფშაველას ძმის შვილთაშვილი ლელა რაზიკაშვილი და სხვადასხვა სფეროსა და თაობის წარმომადგენელი რუსთაველები დაესწრნენ.

ვაჟა-ფშაველას ბიუსტის ავტორს, საქართველოს დამსახურებულ მხატვარს, რუსთაველ მოქანდაკეს, გიორგი ჩალაძეს, მინიჭებული აქვს ღირსების ორდენი. იგი რუსთავის მხატვართა გაერთიანების დამაარსებელი და ხელმძღვანელია.
#ქვემოქართლი2018
#რუსთავი2018
#გუბერნატორი2018

გაზიარება:
EstateHub

მსგავსი ვიდეოები

ყველა ვიდეო