ბოლნისში 2600 ჰექტარ სავარგულზე წყალუზრუნველყოფა გაუმჯობესდება.

27.11.2018 01:42

27 ნოემბერს, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა-გუბერნატორმა, შოთა რეხვიაშვილმა, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შპს „საქართველოს მელიორაციის“ გენერალურმა დირექტორმა, ოთარ შამუგიამ და ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა, დავით შერაზადიშვილმა იმირასანის სარწყავი სისტემის სათავე ნაგებობისა და მაგისტრალური არხის რეაბილიტაციის პროცესი დაათვალიერეს. აღდგენილი საირიგაციო სისტემით ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭაპალასა და სავანეთის 2600 ჰექტარ სავარგულზე გაუმჯობესდება წყალუზრუნველყოფა. პროექტის ღირებულება 1 895 000 ლარს შეადგენს. სამუშაოების ფარგლებში, მდინარე მაშავერაზე განთავსებულ სათავე ნაგებობაზე შეიცვლება გამრეცხი გალერეის ფარები თავისივე ამწე მექანიზმებით, დამონტაჟდება ლითონის გისოსები, რეაბილიტირდება იმირასანის მაგისტრალური არხის 5,5 კილომეტრიანი მონაკვეთი, არსებული გრუნტის არხი მოპირკეთდება ბეტონით, მოეწყობა წყალაღების კვანძი, შემტბორავი, გამანაწილებელი ჭა, საავტომობილო და საფეხმავლო ხიდები. მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებზე, ამ ეტაპზე, 30 ადგილობრივია დასაქმებული. კომპანიას სარწყავი სისტემის მოწესრიგების მიმართულებით მასშტაბური პროექტები აქვს დაგეგმილი მარნეულის მუნიციპალიტეტშიც, სადაც ხრამისა და ბარათაანთ არხის სისტემების რეაბილიტაცია განხორციელდება. #ქვემოქართლი2018 #ბოლნისი2018 #მელიორაცია2018 #გუბერნატორი2018 #შოთარეხვიაშვილი2018

გაზიარება:

მსგავსი ვიდეოები

სოფელ ტანძიის საბავშვო ბაღში ინფრასტრუქტურული სამუშაოები მიმდინარეობს
02:15

სოფელ ტანძიის საბავშვო ბაღში ინფრასტრუქტურული სამუშაოები მიმ...

გაზეთი ბოლნისი

ბოლნისში 13 წლის ბიჭს გლოვობენ - რა დაუმალა სიკვდილამდე ცოტახნით ადრე ისმაილ ბადალოვმა მშობლებს

ბოლნისში 13 წლის ბიჭს გლოვობენ - რა დაუმალა სიკვდილამდე ცოტა...

TV IMEDI

ბოლნისში კოვიდ-19-ის შემთხვევა დღეს არ დაფიქსირებულა
00:39

ბოლნისში კოვიდ-19-ის შემთხვევა დღეს არ დაფიქსირებულა

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

ბოლნისში კორონავირუსით დაინფიცირებულ პირთა რაოდენობა 20-მდე გაიზარდა
03:57

ბოლნისში კორონავირუსით დაინფიცირებულ პირთა რაოდენობა 20-მდე...

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

მოზარდი ორდღიანი ძებნის შემდეგ იპოვეს
00:22

მოზარდი ორდღიანი ძებნის შემდეგ იპოვეს

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

ბოლნისში კორონავირუსის 12 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
00:41

ბოლნისში კორონავირუსის 12 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

ბოლნისში ამ დროისთვის კორონავირუსით ინფიცირების ერთი ფაქტია დადასტურებული
04:15

ბოლნისში ამ დროისთვის კორონავირუსით ინფიცირების ერთი ფაქტია...

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

ბოლნისში 13 ათასზე მეტ მოქალაქეს განმეორებითი თერმოსკრინინგი ჩაუტარდა
04:01

ბოლნისში 13 ათასზე მეტ მოქალაქეს განმეორებითი თერმოსკრინინგი...

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

ყველა ვიდეო