შოთა რეხვიაშვილმა რეგიონში შვეიცარიის ელჩს უმასპინძლა

10.03.2019 01:38

9 მარტს, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა, შოთა რეხვიაშვილმა და თეთრიწყაროს მერმა, გიორგი ქორიძემ, შვეიცარიის ელჩს საქართველოში პატრიკ ფრანზენს, SDC-ის აღმოსავლეთ ევროპის დეპარტამენტის ხელმძღვანელს, ელჩს, რუთ ჰაბერსა და შევეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს წარმომადგენლებს უმასპინძლეს. დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებმა, ვიზიტის ფარგლებში, დონორი ორგანიზაციების მიერ დაფინანსებული პროექტები, სოფელ წინწყაროში არსებული რძის გადამამუშავებელი საწარმო და მუნიციპალიტეტის ,,ქალთა ოთახი“ მოინახულეს. შეხვედრის მიმდინარეობისას, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა, დელეგაციის წევრებს რეგიონში სხვადასხვა მიმართულებების განვითარების ხელშეწყობისა და აქტიური მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებზე ისაუბრა. შოთა რეხვიაშვილმა ყურადღება გაამახვილა მუნიციპალური სერვისის, „ქალთა ოთახის“ საქმიანობის მნიშვნელობაზე და თვითმმართველობების დონეზე გადაწყვეტილების მიღების პროცესში ქალთა როლის გაძლიერებაზე. დღის განმავლობაში, დელეგაციის წევრებს, შესაძლებლობა მიეცათ ადგილზე გაცნობოდნენ თეთრიწყაროს სახელოვნებო სკოლისა და კოდის სათემო განათლების ცენტრის მიერ წარმოდგენილ ნამუშევრებს. ასევე, მუნიციპალიტეტში მცხოვრები მეწარმე ქალბატონის მიერ წარმოებულ პროდუქციას. #ქვემოქართლი2019 #სახელმწიფორწმუნებული2019 #შოთარეხვიაშვილი2019

გაზიარება:

მსგავსი ვიდეოები

შოთა რეხვიაშვილმა რეგიონში საქართველოს პრეზიდენტს უმასპინძლა
03:50

შოთა რეხვიაშვილმა რეგიონში საქართველოს პრეზიდენტს უმასპინძლა

ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

შოთა რეხვიაშვილმა რეგიონში საქართველოს პრეზიდენტს უმასპინძლა
02:04

შოთა რეხვიაშვილმა რეგიონში საქართველოს პრეზიდენტს უმასპინძლა

ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

შოთა რეხვიაშვილმა რეგიონში აზერბაიჯანულ დელეგაციას უმასპინძლა
01:58

შოთა რეხვიაშვილმა რეგიონში აზერბაიჯანულ დელეგაციას უმასპინძლ...

ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

შოთა რეხვიაშვილმა რეგიონში კიდევ ერთი ახალი საწარმო გახსნა
01:16

შოთა რეხვიაშვილმა რეგიონში კიდევ ერთი ახალი საწარმო გახსნა

ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

ქვემო ქართლის რეგიონში მესაქონლეობის ფერმა ამოქმედდა
01:31

ქვემო ქართლის რეგიონში მესაქონლეობის ფერმა ამოქმედდა

ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

მეფრინველეობის ფერმა ქვემო ქართლის რეგიონში
00:52

მეფრინველეობის ფერმა ქვემო ქართლის რეგიონში

ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

ალგეთის ეროვნულ პარკში ვიზიტორთა ცენტრი და თოკების პარკი გაიხსნა
01:56

ალგეთის ეროვნულ პარკში ვიზიტორთა ცენტრი და თოკების პარკი გაი...

ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

შოთა რეხვიაშვილი თეთრიწყაროში ინფრასტრუქტურულ პროექტებს გაეცნო
02:49

შოთა რეხვიაშვილი თეთრიწყაროში ინფრასტრუქტურულ პროექტებს გაეც...

ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

ყველა ვიდეო