შოთა რეხვიაშვილმა რეგიონში საქართველოს პრეზიდენტს უმასპინძლა

19.03.2019 02:04

დღეს, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა, შოთა რეხვიაშვილმა, რეგიონში საქართველოს პრეზიდენტს უმასპინძლა. სალომე ზურაბიშვილმა ვიზიტის ფარგლებში, პირველი შეხვედრა მარნეულში ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან გამართა. შეხვედრის მიმდინარეობისას, შოთა რეხვიაშვილმა, სალომე ზურაბიშვილს, რეგიონში არსებული ეკონომიკური, კულტურული და ტურისტული პოტენციალი გააცნო და სამომავლოდ განსახორციელებელ გეგმებზე ესაუბრა. ყურადღება გამახვილდა ეთნიკური უმცირესობებისთვის სახელმწიფო ენის სწავლების ხელშეწყობაზე და ინტეგრაციის აუცილებლობაზე. მარნეულში სტუმრად მყოფი პრეზიდენტი, ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის რეგიონულ ცენტრს და თამარისის საჯარო სკოლას ეწვია, სადაც სკოლის მოსწავლეებსა და მასწავლებლებს გაესაუბრა. ასევე მოინახულა დამია-გეურარხში და აზიზქენდში სახელმწიფოს ხელშეწყობით გახსნილი და თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი სასათბურე მეურნეობები. სალომე ზურაბიშვილი, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულთან ერთად იმყოფებოდა ბოლნისის ახლადაშენებულ მუზეუმში, სადაც ამ ეტაპზე კოლექციების მისაღებად საჭირო ინვენტარით აღჭურვა მიმდინარეობს. საქართველოს პრეზიდენტი მუნიციპალიტეტში კულტურისა და საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლებსაც შეხვდა და სფეროში არსებული საჭიროებების შესახებ ინფორმაცია, პირადად მათგან მოისმინა. ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა, დღის განმავლობაში, ეკომიგრანტი ქალების მიერ შექმნილი ძის გადამამუშავებელი კოოპერატივი ,,დისველი“ მოინახულეს და ადგილზე საწარმოო პროცესს გაეცნენ. აღსანიშნავია, რომ პრეზიდენტის სტუმრობის მიზანი, წინასაარჩევნო დაპირების შესაბამისად, საქართველოს რეგიონების პოტენციალის გაცნობა და განვითარების მხარდაჭერაა. #ქვემოქართლი2019 #საქართველოსპრეზიდენტი2019 #სალომეზურაბიშვილი2019 #სახელმწიფორწმუნებული2019 #შოთარეხვიაშვილი2019

გაზიარება:

მსგავსი ვიდეოები

შოთა რეხვიაშვილმა რეგიონში საქართველოს პრეზიდენტს უმასპინძლა
03:50

შოთა რეხვიაშვილმა რეგიონში საქართველოს პრეზიდენტს უმასპინძლა

ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს პრეზიდენტმა ,,ნოვრუზ-ბაირამი“ გარდაბანში აღნიშნა
03:18

საქართველოს პრეზიდენტმა ,,ნოვრუზ-ბაირამი“ გარდაბანში აღნიშნა

ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

შოთა რეხვიაშვილმა რეგიონში აზერბაიჯანულ დელეგაციას უმასპინძლა
01:58

შოთა რეხვიაშვილმა რეგიონში აზერბაიჯანულ დელეგაციას უმასპინძლ...

ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

შოთა რეხვიაშვილმა რეგიონში კიდევ ერთი ახალი საწარმო გახსნა
01:16

შოთა რეხვიაშვილმა რეგიონში კიდევ ერთი ახალი საწარმო გახსნა

ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

შეხვედრა ქვემო ქართლში მცხოვრებ ფერმერებთან
01:53

შეხვედრა ქვემო ქართლში მცხოვრებ ფერმერებთან

ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

2019 წელს რეგიონში ნახევარი მილიარდი ლარის პროექტებია დაგეგმილი
02:52

2019 წელს რეგიონში ნახევარი მილიარდი ლარის პროექტებია დაგეგმ...

ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

2019 წელს რეგიონში ნახევარი მილიარდი ლარის პროექტებია დაგეგმილი
00:49

2019 წელს რეგიონში ნახევარი მილიარდი ლარის პროექტებია დაგეგმ...

ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

ალგეთის ეროვნულ პარკში ვიზიტორთა ცენტრი და თოკების პარკი გაიხსნა
01:56

ალგეთის ეროვნულ პარკში ვიზიტორთა ცენტრი და თოკების პარკი გაი...

ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

ყველა ვიდეო