შეხვედრა ქვემო ქართლში მცხოვრებ ფერმერებთან

22.05.2020 01:53

ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა, შოთა რეხვიაშვილმა და სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარებისა და მართვის დეპარტამენტის უფროსმა, კონსტანტინე ხუცაიძემ, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, რეგიონში მცხოვრებ ფერმერებთან, სოფლის მეურნეობის ანტიკრიზისული გეგმით გათვალისწინებული პროგრამების შესახებ, საინფორმაციო შეხვედრა გამართეს. ხელისუფლების წარმომადგენლებმა ადგილობრივ ფერმერებს პროგრამის „ზრუნვა სოფელზე და ფერმერებზე“ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს და დარგის განვითარების კონკრეტულ შესაძლებლობებზე ისაუბრეს. სოფლის მეურნეობის ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში სასოფლო-სამეურნეო საქმიანობაში ჩართულ ფერმერებსა და მეწარმეებს შესაძლებლობა ეძლევათ სახელმწიფოსგან მნიშვნელოვანი ფინანსური მხარდაჭერა მიიღონ. ანტიკრიზისული გეგმა 1 ჰექტარ რეგისტრირებულ მიწაზე ფერმერისთვის 850-დან 1700 ლარამდე დახმარების გაცემას ითვალისწინებს. გარდა ამისა, გაზრდილია სახელმწიფოს მხრიდან საკრედიტო და საგრანტო დახმარების მოცულობა, ტექნიკური დახმარება და სხვა. სოფლის მეურნეობის ფარგლებში შემუშავებული პროგრამებით თითოეულ ფერმერს შეუძლია, მეტი შეღავათი მიიღოს სახელმწიფოსგან, განავითაროს მეურნეობა, რაც, საბოლოოდ, აგროწარმოების ზრდასა და ქვეყნის აგროსასურსათო უსაფრთხოების უზრუნველყოფაზე აისახება. ,,ჩვენ მზად ვართ მსგავსი შეხვედრები კიდევ გავაგრძელოთ, რომ გავზარდოთ ცნობიერება ჩვენი ფერმერების, რათა მაქსიმალურად გამოიყენონ ის შეთავაზებები რაც ხელისუფლებისგან მოდის. აქ იყო აქცენტირებული ხაზგასმა კოოპერაციული მეურნეობების განვითარების და იმ განსაკუთრებულ დახმარებებზე რაც გაერთიანებებს უწყობს ხელს. იმედი მაქვს, რომ ეს შეხვედრა დამატებით სტიმულს მისცეს ჩვენ ადგილობრივ ფერმერებს, რაც კიდევ უფრო მეტ, პერსპექტივას ქმნის სოფლის მეურნეობის დარგის განვითარების და მათი წვლილის შეტანის ჩვენი ქვეყნის ეკონომიკურ სიძლიერეში“ - განაცხადა ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა, შოთა რეხვიაშვილმა. სოფლის მეურნეობის ანტიკრიზისული გეგმის „ზრუნვა სოფელზე და ფერმერებზე“ პრეზენტაცია საქართველოს ყველა რეგიონში იმართება. #ქვემოქართლი2020 #სოფლისმეურნეობა2020 #სახელმწიფორწმუნებული2020 #შოთარეხვიაშვილი2020 #StopCoV #COVID19

გაზიარება:

მსგავსი ვიდეოები

შეხვედრა ბოლნისის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ფერმერებთან
01:54

შეხვედრა ბოლნისის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ფერმერებთან

ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

აგროდაზღვევის პროექტში შესულ ცვლილებებს ფერმერები გაეცნენ
02:23

აგროდაზღვევის პროექტში შესულ ცვლილებებს ფერმერები გაეცნენ

Municipality of Marneuli

ახალი საგადასახადო ინიციატივა მცირე მეწარმეებისათვის
01:15

ახალი საგადასახადო ინიციატივა მცირე მეწარმეებისათვის

Municipality of Marneuli

ახალი ინიციატივა მცირე მეწარმეებისათვის
03:30

ახალი ინიციატივა მცირე მეწარმეებისათვის

Municipality of Marneuli

სამუშაო შეხვედრა ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულთან
02:04

სამუშაო შეხვედრა ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულთან

ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლა

სამუშაო შეხვედრა ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული-გუბერნატორის ადმინისტრაციაში
02:34

სამუშაო შეხვედრა ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული-გუბერნა...

ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

იმფრასტრუქტურული შეხვედრა ქვემო ქართლში
01:22

იმფრასტრუქტურული შეხვედრა ქვემო ქართლში

ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

მორიგი სამუშაო შეხვედრა ქვემო ქართლის სამხარეო ადმინისტრაციაში. 16-10-2015.
02:45

მორიგი სამუშაო შეხვედრა ქვემო ქართლის სამხარეო ადმინისტრაცია...

ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

ყველა ვიდეო