ახალი საგადასახადო ინიციატივა მცირე მეწარმეებისათვის
საქართველოს მთავრობამ, კერძოდ, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ ახალი რეფორმების ტალღის ფარგლებში, შეიმუშავა ახალი საგადასახადო ინიციატივა, რომელიც განკუთვნილია საქართველოში მცირე მეწარმეობის წახალისებისთვის და ითვალისწინებს დაბეგვრის შეღავათიანი საგადასახადო რეჟიმის შემოღებას. ახალი საგადასახადო ინიციატივის შესახებ მცირე ბიზნესის წარმომადგენლებისთვის ინფორმაციის მიწოდების მიზნით, ფინანსთა სამინისტრომ დაიწყო საინფორმაციო კამპანია რეგიონებში, რომლის ფარგლებშიც პირველი შეხვედრა ქვემო ქართლში მცხოვრები მეწარმეებისთვის მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის დიდ საკონფერენიო დარბაზში გაიმართა. ახალი საგადასახადო ინიციატივა ადგილობრივ მეწარმეებს ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, ლაშა ხუციშვილმა გააცნო.
შეხვედრას ესწრებოდნენ მარნეულის მუნიციპალიტეტის მერი თემურ აბაზოვი, მისი მოადგილე ლაშა ლობჯანიძე, საკრებულოს თავმჯდომარე ამირან გიორგაძე, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის გუბერნატორის მოადგილე ალექსანდრე მეტრეველი, თვითმმართველობის თანამშრომლები, მცირე მეწარმეები და თემით დაინტერესებული პირები.
მთავრობის პრიორიტეტია, ქვეყნის ეკონომიკაში მნიშვნელოვნად გაიზარდოს მცირე და საშუალო ბიზნესის წილი, რათა უზრუნველვყოთ საქართველოში იყოს ისეთი ტიპის ეკონომიკური ზრდა, რომელიც მოსახლეობის ყველა ფენას შეეხება.
ახალი შეღავათიანი საგადასახადო რეჟიმი შეეხება 120,000-მდე მეწარმე ფიზიკურ პირს. (მეწარმე ფიზიკური პირების თითქმის 100 პროცენტს)
ახალი ინიციატივის შესაბამისად, მცირე ბიზნესის სტატუსი მიენიჭებათ მეწარმეებს, რომელთა ერთობლივი შემოსავალი წლის განმავლობაში იქნება 500,000 ლარამდე, ნაცვლად დღემდე არსებული 100,000 ლარისა.
მცირე ბიზნესის დასაბეგრი შემოსავალი დაიბეგრება მინიმალური, ერთობლივი შემოსავლის 1%-იანი გადასახადით (ბრუნვის გადასახადი) ნაცვლად დღეს არსებული 5%-ისა.
მცირე ბიზნესისათვის შენარჩუნდება უმარტივესი საგადასახადო აღრიცხვის წარმოების შესაძლებლობა. კერძოდ, საქონლის აღრიცხვისთვის სპეციალური ჟურნალის წარმოება და არავითარი სხვა ბუღალტრული აღრიცხვის ვალდებულება მცირე ბიზნესს არ ექნება.
მცირე ბიზნესს ვალდებულება ექნება კანონმდებლობით დადგენილ შემთხვევებში, მხოლოდ გამოიყენოს საკონტროლო-სალარო აპარატი და სასაქონლო ზედნადები.
გადასახადის დეკლარირება/გადახდა მოხდება ყოველთვიურად და მცირე მეწარმეებისათვის გაუქმდება მიმდინარე (ე.წ. საავანსო) გადასახდელების გადახდის ვალდებულება.
მცირე მეწარმეებს შესაძლებლობა ექნებათ შეღავათიანი საგადასახადო რეჟიმის პარალელურად, დარეგისტრირდნენ დღგ-ს გადამხდელებად და შესაბამისად, ჩაითვალონ დღგ ან უკან დაიბრუნონ ავტომატურად სახელმწიფო ბიუჯეტიდან.
ახალი საგადასახადო ინიციატივა ერთი მხრივ,აწესებს მინიმალურ საგადასახადო ტვირთს (1%) მცირე ბიზნესისთვის, ხოლო მეორე მხრივ, უზრუნველყოფს მეწარმეებისთვის გამარტივებული საგადასახადო აღრიცხვის მეშვეობით მინიმუმამდეშემცირდეს საგადასახადო ადმინისტრირების დანახარჯები. აღნიშნული რეფორმის შედეგად, მთლიან შიდა პროდუქტში მნიშვნელოვნად გაიზრდება მცირე ბიზნესის წილი.
ახალი საგადასახადო რეფორმა უზრუნველყოფს სექტორის უფრო მეტ გამჭირვალობას, რაც თავის მხრივ, ხელს შეუწყობს მცირე მეწარმეებს უფრო მეტად ჰქონდეთ წვდომა ფინანსურ რესურსებზე. შემოთავაზებული ცვლილებები მნიშვნელოვანი სტიმული იქნება მცირე ბიზნესის შემდგომი განვითარებისათვის საქართველოში.
ცვლილებები საგადასახადო კოდექსში გამოქვეყნებულია საკანონმდებლო მაცნეს ვებგვერდზე, ასევე, ფინანსთა სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე https://matsne.gov.ge/ka/document/vie... და შესაძლებელია შენიშვნებისა და წინადადებების დაფიქსირდება. საჯარო განხილვების შემდეგ, დოკუმენტი განსახილველად საქართველოს პარლამენტს გადაეგზავნება.
http://marneuli.gov.ge/…/1843-axali-s...