,,ლელოს" ხედვა რომელიც მედიის მხარდაჭერასა და კრიზისის ფონზე მის განვითარებას უკავშირდება.
05/07/2020
„ლელოს“ ლიდერების განცხადებით, საქართველოში მედიაგარემოს მრავალფეროვნება პირდაპირ არის დამოკიდებული მედიასაშუალებების ფინანსურ შემოსავლებზე. როდესაც მედია და ჟურნალისტები პანდემიის წინა ხაზზე არიან და საკუთარი ჯანმრთელობის რისკის ფასად გვაწვდიან ინფორმაციას, ვირუსით გამოწვეული კრიზისი განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაში აყენებს მედიის ფინანსურ სტაბილურობას, რომელიც პირდაპირ არის დაკავშირებული კერძო ბიზნესის მიერ განთავსებულ რეკლამასთან.
„ლელო“ მოუწოდებს ხელისუფლებას, შეარბილოს მედიაზე საგადასახადო წნეხი და სულ მცირე, სამი წლის განმავლობაში მედია ბიზნესი სრულად გაათავისუფლოს გადასახადებისგან. ამ ნაბიჯით თავიდან ავიცილებთ იმ ფინანსურ სირთულეებს, რომელიც კრიზისულ და მის შემდგომ პერიოდში შეიძლება შეიქმნას.
„ლელო“ ასევე მოუწოდებს ხელისუფლებას, შემოთავაზებული ინიციატივა მისი ანტიკრიზისული ხედვის ნაწილად აქციოს.
„ლელო საქართველოსთვის“ ლიდერებმა სამოქალაქო სექტორს და პოლიტიკურ სპექტრს მოუწოდეს აღნიშნული იდეის მხარდაჭერისკენ.
#ლელო #Lelo
#ლელოსაქართველოსთვის #Leloforgeorgia
#საბაბუაძე #სოფიოშამანიდი