ქვემო ქართლის რეგიონში მესაქონლეობის ფერმა ამოქმედდა
ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა, შოთა რეხვიაშვილმა, სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორმა, ილია თამარაშვილმა და მარნეულის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელმა პირებმა, სოფელ დამია გეურარხში ახლადშექმნილი მესაქონლეობის ფერმა დაათვალიერეს და სამუშაო პროცესს გაეცნენ. თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი მესაქონლეობის ფერმა სახელმწიფო მხარდაჭერით შეიქმნა. ფერმის ასაშენებლად ჯამურად, 2 მლნ ლარამდე ინვესტიცია განხორციელდა, მათ შორის 1,5 მლნ ლარი შეღავათიანი აგროკრედიტია, დანარჩენი თანხა კი ფერმერის ინვესტიცია. ფერმაში, სადაც 20 მუნიციპალიტეტის მკვიდრია დასაქმებული ყოველდღიურად 4 ტონა ნედლი რძის წარმოება ხდება - პროდუქციის რეალიზაცია კი ადგილობრივ ბაზარზე ხორციელდება. შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის ფარგლებში, ქვემო ქართლის რეგიონში ჯამში 308 მლნ ლარზე მეტი ღირებულების 7 ათასზე მეტი სესხია გაცემული, სააგენტოს გაცემულმა თანადაფინანსებამ 47 მლნ ლარზე მეტი შეადგინა. შეღავათიანი აგროკრედიტის სახელმწიფო პროექტი 2013 წლიდან ხორციელდება, რაც შესაძლებლობას აძლევს სოფლის მეურნეობაში ჩართულ პირებს იაფი და ხელმისაწვდომი ფულადი სახსრები აგრობიზნესის შექმნისა და განვითარებისკენ მიმართონ. სოფლის განვითარების სააგენტო არის გზამკვლევი ფერმერებისა და სოფლად მაცხოვრებლებისათვის, რომ სოფლად საქმიანობა წარმატებულად განავითარონ. #ქვემოქართლისრეგიონი2021 #სოფლისმეურნეობა2021
ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია-ის სხვა ვიდეოები
საზოგადოებრივი საკონსულტაციო საბჭოს სხდომა
შოთა რეხვიაშვილმა რუსთავის თეატრს მორიგი წარმატება...
01:52
ოქროსა და ვერცხლის მედალოსნების დაჯილდოება რუსთავშ...
02:21
ადმინიტრაციამ ,,ახალ უმაღლეს სასწავლებელთან“ მემორ...
01:39
ურიერთთანამშრომლობის მემორანდუმი ტურიზმის განვითარ...
01:42
ფართომასშტაბიანი ინფრასტრუქტურული პროექტები მარნეუ...
01:09
მარნეულში პროფესიული კოლეჯის მშენებლობა აქტიურად მ...
00:58
მარნეულში სასმელი წყლის ჭაბურღილი და სატუმბი სადგუ...
მსგავსი ვიდეოები
მარნეულში მესაქონლეობის ფერმა ამოქმედდა
Municipality of Marneuli
ქვემო ქართლში მესაქონლეობის ფერმა გაიხსნა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ქვემო ქართლის რეგიონში ახალი საწარმო დაიწყებს ფუნქციონირებას...
ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია
სოციალური აქცია განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირებისთვის
ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია
ქვემო ქართლის რეგიონში რძის გადამამუშავებელი საწარმო ამოქმედ...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
რუსთავში ღია ტიპის აგრარულმა ბაზარმა ფუნქციონირება განაახლა
ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია
შეხვედრა დმანისის სოფლების მოსახლეობასთან
ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია
შოთა რეხვიაშვილმა რეგიონში კიდევ ერთი ახალი საწარმო გახსნა
ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია