ქვემო ქართლის რეგიონში ახალი საწარმო დაიწყებს ფუნქციონირებას.

20.11.2018 02:23

20 ნოემბერს, რუსთავში, ,,ქვემო ქართლის რეგიონული განვითარების სააგენტოს’’ ორგანიზებით, მარილის საწარმოს გახსნის პრეზენტაცია გაიმართა. ღონისძიებაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველი, სოზარ სუბარი, ქვემო ქართლის გუბერნატორის მოადგილეები, ზვიად ჭუნაშვილი და კახა კობერიძე, რეგიონული განვითარების სააგენტოს აღმასრულებელი დირექტორი, მიხეილ ღურწკაია, კომპანია GLOBAL Enterprises LTD-ის უცხოელი და ქართველი ინვესტორები, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს წარმომადგენლები და ბიზნესმენები იმყოფებოდნენ. „ქვემო ქართლის რეგიონული განვითარების სააგენტოს“ ხელშეწყობით და მხარის გუბერნატორის, შოთა რეხვიაშვილის, აქტიური ჩართულობით, სახელმწიფო პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში, შპს „გლობალ ენტერპრაიზისს“ რუსთავი-გარდაბნის გზატკეცილზე მარილის მწარმოებელ საწარმოს ააშენებს. პროექტის მიხედვით, პირველ ეტაპზე დაახლოებით ერთი მილიონი ლარის ინვესტიციის შემოტანა იგეგმება, რომლის ფარგლებშიც მოხდება ჰიმალაის ბუნებრივი, ნატურალური და სამკურნალო თვისებების მქონე თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი მარილის ქარხნის მშენებლობა, რომელიც აღჭურვილი იქნება მარილის დამუშავების თანამედროვე იოდირებისა და შეფუთვის დანადგარებით. ბიზნესის მხარდასაჭერად კომპანიას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსგან 15512 კვ.მ. მიწის ნაკვეთი გადაეცა. ქარხანა წელიწადში მინიმუმ 2500 ტონა პროდუქციის წარმოებას და გეგმავს, რაც მნიშვნელოვნად ჩაანაცვლებს საქართველოში იმპორტირებულ მარილს. პროდუქციის რეალიზაცია განხორციელდება ევროკავშირის ბაზარზეც. საწარმოში 40-50 ადგილობრივი, მათ შორის შშმ პირები დასაქმდებიან. კომპანია პაკისტანიდან შემოტანილი ნედლეულით გეგმავს, აწარმოოს ჰიმალაის საკვები იოდიზირებული და არაიოდიზირებული მარილი, სამკურნალო სპა დარბაზების სამშენებლო-საყოფაცხოვრებო აგურები და ჰაერის გაწმენდი ლამფები. #ქვემოქართლი2018 #ახალისაწარმო2018 #ინვესტიცია2018 #გუბერნატორი2018 #შოთარეხვიაშვილი2018

გაზიარება:

მსგავსი ვიდეოები

მეფრინველეობის ფერმა ქვემო ქართლის რეგიონში
00:52

მეფრინველეობის ფერმა ქვემო ქართლის რეგიონში

ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

შოთა რეხვიაშვილმა რეგიონში კიდევ ერთი ახალი საწარმო გახსნა
01:16

შოთა რეხვიაშვილმა რეგიონში კიდევ ერთი ახალი საწარმო გახსნა

ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

ქვემო ქართლის რეგიონში რძის გადამამუშავებელი საწარმო ამოქმედდა
00:52

ქვემო ქართლის რეგიონში რძის გადამამუშავებელი საწარმო ამოქმედ...

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

რძის გადამამუშავებელი საწარმოს მონახულება სოფელ გუმბათში
01:37

რძის გადამამუშავებელი საწარმოს მონახულება სოფელ გუმბათში

ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

აქტიური სამუშაო პროცესი რუსთავის მეტალურგიულ ქარხანაში
02:19

აქტიური სამუშაო პროცესი რუსთავის მეტალურგიულ ქარხანაში

ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

აქტიური სამუშაო პროცესი რუსთავის მეტალურგიულ ქარხანაში
01:25

აქტიური სამუშაო პროცესი რუსთავის მეტალურგიულ ქარხანაში

ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

ქვემო ქართლის რეგიონში კორონავირუსის 18 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა 4-30-2020
02:14

ქვემო ქართლის რეგიონში კორონავირუსის 18 ახალი შემთხვევა დაფი...

TV4. ge

ახალი სახელმწიფო რწმუნებული ქვემო ქართლის რეგიონში
01:43

ახალი სახელმწიფო რწმუნებული ქვემო ქართლის რეგიონში

ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

ყველა ვიდეო