რძის გადამამუშავებელი საწარმოს მონახულება სოფელ გუმბათში
ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა, შოთა რეხვიაშვილმა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს დირექტორმა, ილია თამარაშვილმა, წალკის მუნიციპალიტეტის მერთან ერთად, სოფელ გუმბათში რძის გადამამუშავებელი საწარმო მოინახულეს. თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი საწარმო ვალერი კახაძემ სახელმწიფოს ფინანსური მხარდაჭერით, „ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში შექმნა. საწარმოში ჯამურად 500,000 ლარამდე ინვესტიცია განხორციელდა, აქედან, 170,000 ლარი შეღავათიანი აგროკრედიტია, ხოლო დარჩენილი თანხა ბენეფიციარის და საერთაშორისო ორგანიზაცია Mercycorp-ის ინვესტიციაა. ადგილზე დღეში საშუალოდ 7-8 ტონა რძე გადამუშავდება და მზადდება სამი სახეობის ყველი: ქარხნული, სულგუნი და იმერული. საწარმოში 24 ადგილობრივია დასაქმებული. აღსანიშნავია, რომ 2013 წლიდან დღემდე, სახელმწიფოს დახმარებით, „ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში, ქვემო ქართლის რეგიონში ამოქმედდა 23 ახალი საწარმო. სახელმწიფოს ფინანსურმა მხარდაჭერამ მეწარმეებს დამატებითი ბიძგი მისცა, წარმოების განვითარება-გაფართოებისთვის. სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტო ახორციელებს „ერთიან აგროპროექტს“, რომელიც გათვლილია გრძელვადიან განვითარებაზე და მისი მიზანია ისეთი გარემოს შექმნა, რომელიც ხელს შეუწყობს სოფლის მეურნეობაში კონკურენტუნარიანობის ამაღლებას, მაღალხარისხიანი პროდუქციის წარმოების სტაბილურ ზრდას, სურსათის უვნებლობის საერთაშორისო სტანდარტების დანერგვას. #ქვემოქართლი2020 #წალკა2020 #სოფლისმეურნეობა #ერთიანიაგროპროექტი #სახელმწიფორწმუნებული2020 #შოთარეხვიაშვილი2020
ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია-ის სხვა ვიდეოები
საზოგადოებრივი საკონსულტაციო საბჭოს სხდომა
შოთა რეხვიაშვილმა რუსთავის თეატრს მორიგი წარმატება...
01:52
ოქროსა და ვერცხლის მედალოსნების დაჯილდოება რუსთავშ...
02:21
ადმინიტრაციამ ,,ახალ უმაღლეს სასწავლებელთან“ მემორ...
01:39
ურიერთთანამშრომლობის მემორანდუმი ტურიზმის განვითარ...
01:42
ფართომასშტაბიანი ინფრასტრუქტურული პროექტები მარნეუ...
01:09
მარნეულში პროფესიული კოლეჯის მშენებლობა აქტიურად მ...
00:58
მარნეულში სასმელი წყლის ჭაბურღილი და სატუმბი სადგუ...
მსგავსი ვიდეოები
სოფლის მეურნეობის მინისტრი ასპინძაში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
რძის გადამამუშავებელი საწარმო ასპინძაში
ტელეკომპანია ბორჯომი
რძის გადამამუშავებელი საწარმო ,,ნებიერა" შეუფერხებლად განაგრ...
შიდა ქართლის მხარე
გორში რძის გადამამუშავებელი საწარმო გაიხსნა
Qartli. ge
უკანაფშავში რძის გადამამუშავებელი საწარმო შენდება
სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტო
ქვემო ქართლის რეგიონში რძის გადამამუშავებელი საწარმო ამოქმედ...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
თხის ფერმა და რძის გადამამუშავებელი საწარმო
INNOSYSTEMS Company
იმერული ყველის დამზადების ტექნოლოგია და რძის გადამამუშავებელ...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster