აქტიური სამუშაო პროცესი რუსთავის მეტალურგიულ ქარხანაში
ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული, შოთა რეხვიაშვილი და ქალაქის მერი, ირაკლი ტაბაღუა, რუსთავის მეტალურგიულ ქარხანაში საწარმოო პროცესს გაეცნენ. ადგილზე არსებული ვითარების შესახებ ხელისუფლების წარმომადგენლებს ქარხნის გენერალური დირექტორი, ნუგზარ კაჩუხაშვილი ესაუბრა. ქვემო ქართლის რეგიონში, სადაც რამდენიმე მუნიციპალიტეტი და დასახლება წითელ ზონადაა გამოცხადებული და მკაცრი საკარანტინე რეჟიმი მოქმედებს, ადგილზე არსებული სტრატეგიული მნიშვნელობის საწარმოები მაქსიმალური დატვირთვით განაგრძობენ მუშაობას, ინარჩუნებენ ადგილობრივ მუშა-ხელს და მნიშვნელოვან როლს ასრულებენ ქვეყნის ეკონომიკური გაძლიერების პროცესში. ხელისუფლების წარმომადგენლები მუდმივი კომუნიკაციის გზით და ერთობლივი ღონისძიებების გატარებით, უზრუნველყოფენ მათ შეუფერხებელ საქმიანობას და ხელშეწყობას. ქვეყანაში გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობისა და კოვიდ 19-ის გავრცელებიის პრევენციის მიზნით გატარებული ღონისძიებების მიუხედავად, რუსთავის მეტალურგიულ ქარხანაში, რომელიც აღნიშნული მიმართულებით მთელ კავკასიაში ერთ–ერთი ყველაზე მსხვილი წარმოებაა საქმიანობას ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისა და საქართველოს მთავრობის მიერ შემუშავებული რეკომენდაციების სრული დაცვით განაგრძობს. ადგილზე 1500 ადამიანია დასაქმებული, მათგან 300 დისტანციურად ხოლო დანარჩენი - 4 ცვლაში ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს მუშაობას. ახალი კორონა ვირუსის შესაძლო გავრცელების პრევენციისათვის თანამშრომელთა ჯანმრთელობის დაცვისა და ქარხანაში გადაადგილების განსაკუთრებული რეჟიმი დაწესდა, ქარხნის ტერიტორიაზე დამონტაჟდა ხელის დისპენსერები, საწარმოში ტარდება მუდმივი საპროფილაქტიკო სადეზინფექციო სამუშაოები, ასევე, სპეციალური ხსნარებით ყოველდღიურად მუშავდება ტრანსპორტიც, რომლითაც თანამშრომელთა გადაყვანა ხორციელდება, ყველა დასაქმებული უზრუნველყოფილია პირბადითა და ხელთათმანებით, ტარდება მუდმივი თერმოსკრინინგი. #StopCoV #COVID19 #ქვემოქართლი2020 #რუსთავი2020 #სახელმწიფორწმუნებული2020 #შოთარეხვიაშვილი2020
ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია-ის სხვა ვიდეოები
საზოგადოებრივი საკონსულტაციო საბჭოს სხდომა
შოთა რეხვიაშვილმა რუსთავის თეატრს მორიგი წარმატება...
01:52
ოქროსა და ვერცხლის მედალოსნების დაჯილდოება რუსთავშ...
02:21
ადმინიტრაციამ ,,ახალ უმაღლეს სასწავლებელთან“ მემორ...
01:39
ურიერთთანამშრომლობის მემორანდუმი ტურიზმის განვითარ...
01:42
ფართომასშტაბიანი ინფრასტრუქტურული პროექტები მარნეუ...
01:09
მარნეულში პროფესიული კოლეჯის მშენებლობა აქტიურად მ...
00:58
მარნეულში სასმელი წყლის ჭაბურღილი და სატუმბი სადგუ...
მსგავსი ვიდეოები
აქტიური სამუშაო პროცესი რუსთავის მეტალურგიულ ქარხანაში
ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია
ანაკლიის პორტის გარემოზე ზემოქმედების ანგარიში განიხილეს
Radio Atinati
Soso Mikeladze - წლები და გზები - სოსო მიქელაძე - Tslebi da...
Soso Mikeladze Official
არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
საქართველოში მასობრივი იმუნიზაცია იწყება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
საწარმოში შშმ პირების დასაქმება – Zatrudnienie osób niepełno...
Klaster Innowacji Społecznych
შეხვედრა განათლებისა და მეცნიერების მინისტრსა და მის მოადგილ...
Georgian Government
„ნაციონალური მოძრაობის“ შეხვედრა არასამთავრობოებთან
პირველი არხი Georgian Public Broadcaster