შეხვედრა დმანისის სოფლების მოსახლეობასთან
ქვემო ქართლის რეგიონში სამთავრობო გუნდის წევრები, მოსახლეობასთან შეხვედრებს აქტიურ რეჟიმში განაგრძობენ, ადგილობრივების საჭიროებებს ისმენენ და არსებული საკითხების მოგვარების გზებზე ერთობლივად მსჯელობენ. შეხვედრების ფარგლებში, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული, შოთა რეხვიაშვილი, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე, შალვა გოგოლაძე, საქართველოს პარლამენტის წევრები, ზაზა ხუციშვილი, კახაბერ ოქრიაშვილი და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები, დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ პატარა დმანისის, დიდი დმანისის, ვარდისუბნისა და ბოსლების მოსახლეობას შეხვდნენ. ხელისუფლების წარმომადგენლებმა, ცენტრალური და ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით განხორციელებულ პროექტებზე ისაუბრეს და სოფლების მიხედვით, 2020 წლის ბიუჯეტის პრიორიტეტები განიხილეს. დღესვე, საკანონმდებლო, აღმასრულებელი, სამხარეო და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებმა, პატარა დმანისის მცხოვრებლებს სოფელში გაზიფიცირების პროცესის დასრულება მიულოცეს და მაღრაძეების ოჯახში, გაზი სიმბოლურად აანთეს. აღსანიშნავია, რომ მოსახლეობას ამ დრომდე ბუნებრივი აირი არასოდეს ქონია. ადგილობრივი ხელისუფლების აქტიური მხარდაჭერით პატარა დმანისში, ამ ეტაპზე, 60-მდე ოჯახი გაზიფიცირდა. დმანისის მუნიციპალიტეტის სოფლებისთვის ერთ-ერთი ძირითადი გამოწვევა წყალმომარაგების გაუმჯობესაა. ორმოცწყარო-მაშავერას პროექტირების დასრულებისა და სამუშაოების განხორციელების შემდეგ, გადაიჭრება 40 წლიანი პრობლემა. მუნიციპალიტეტის 19 სოფელი და ქალაქი დმანისი კი 24 საათიანი წყალმომარაგებით იქნება უზრუნველყოფილი. #ქვემოქართლისრეგიონი2019 #დმანისი2019 #მოსახლეობასთანშეხვედრები2019
ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია-ის სხვა ვიდეოები
საზოგადოებრივი საკონსულტაციო საბჭოს სხდომა
შოთა რეხვიაშვილმა რუსთავის თეატრს მორიგი წარმატება...
01:52
ოქროსა და ვერცხლის მედალოსნების დაჯილდოება რუსთავშ...
02:21
ადმინიტრაციამ ,,ახალ უმაღლეს სასწავლებელთან“ მემორ...
01:39
ურიერთთანამშრომლობის მემორანდუმი ტურიზმის განვითარ...
01:42
ფართომასშტაბიანი ინფრასტრუქტურული პროექტები მარნეუ...
01:09
მარნეულში პროფესიული კოლეჯის მშენებლობა აქტიურად მ...
00:58
მარნეულში სასმელი წყლის ჭაბურღილი და სატუმბი სადგუ...
მსგავსი ვიდეოები
შეხვედრა დმანისის მუნიციპალიტეტის მოსახლეობასთან
ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია
შეხვედრა მოსახლეობასთან
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
შეხვედრა დმანისისა და ბოლნისის სოფლების მოსახლეობასთან
Saakashvili Mikheil - Саакашвили Mихаил
შეხვედრა ამომრჩეველთან
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
წინასაარჩევნო ფიქრები სკოლამდელი აღზრდის შესახებ-დმანისის მუ...
sdw marneuli
MOE: შეხვედრა დიდი დმანისის მოსახლეობასთან
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო
შეხვედრა ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლებთან
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
#არჩევნები2020 „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატის შე...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster