http://www.electionreforms.ge/
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლაძიებაზე გადასვლა
ლოგო
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია — დამოუკიდებელი ადმინისტრაციული ორგანო, რომელიც თავისი უფლებამოსილების ფარგლებში თავისუფალია სხვა სახელმწიფო ორგანოების ზეგავლენისგან და მოქმედებს საქართველოს კონსტიტუციისა და საარჩევნო კოდექსის შესაბამისად.
საარჩევნო ადმინისტრაცია უზრუნველყოფს საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს პარლამენტის, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს - საკრებულოს, ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოს - მერის/გამგებლის არჩევნების, რეფერენდუმისა და პლებისციტის გამართვას, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე აკონტროლებს საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობის შესრულებას, მის ერთგვაროვნად გამოყენებას.
სტრუქტურა
საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია შედგება:
ცესკოსა და მისი აპარატისგან;
უსკოსა და მისი აპარატისგან;
საოლქო საარჩევნო კომისიებისგან;
საუბნო საარჩევნო კომისიებისგან.
ცესკო
საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის უმაღლესი ორგანოა ცესკო, რომელიც თავისი უფლებამოსილების ფარგლებში ხელმძღვანელობს და აკონტროლებს ყველა დონის საარჩევნო კომისიებს. ცესკო შედგება თავმჯდომარისა და 11 წევრისაგან. ცესკოს თავმჯდომარე იმავდროულად არის ცესკოს წევრი. ცესკოს 5 წევრს საქართველოს პრეზიდენტის წარდგინებით ირჩევს საქართველოს პარლამენტი, ხოლო 6 წევრს ნიშნავენ საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ განსაზღვრული პოლიტიკური გაერთიანებები. ცესკოს თავმჯდომარისა და საქართველოს პარლამენტის მიერ არჩეული წევრების უფლებამოსილების ვადაა 5 წელი. 2 სამართლიანი, სანდო, გამჭვირვალე არჩევნების ორგანიზებასა და ჩატარებას უზრუნველყოფს ცესკოს აპარატი, რომელიც მასში შემავალი სტრუქტურული ერთეულების მეშვეობით, ახორციელებს საარჩევნო ადმინისტრაციის საქმიანობის ორგანიზაციულ, სამართლებრივ და ტექნიკურ მხარდაჭერას, ცესკოს საქმიანობის ხელშეწყობას.
უსკო
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისია (უსკო) უზრუნველყოფს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების მომზადებას და ჩატარებას, თავისი უფლებამოსილების ფარგლებში აკონტროლებს აჭარის მთელ ტერიტორიაზე საარჩევნო კანონმდებლობის ერთგვაროვან გამოყენებას.
საოლქო საარჩევნო კომისია
საოლქო საარჩევნო კომისია არის საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის მუდმივმოქმედი ტერიტორიული ორგანო, რომელიც თავისი უფლებამოსილების ფარგლებში საარჩევნო ოლქში უზრუნველყოფს არჩევნების, რეფერენდუმისა და პლებისციტის გამართვას, აკონტროლებს საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობის შესრულებას და უზრუნველყოფს მის ერთგვაროვნად გამოყენებას. საქართველოს მასშტაბით ფუნქციონირებს 76 საოლქო საარჩევნო კომისია. სსკ შედგება 12 წევრისგან. აქედან 5 მუდმივმოქმედ წევრს ირჩევს ცესკო, საარჩევნო პერიოდში საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ განსაზღვრული პოლიტიკური გაერთიანებების მიერ ინიშნება სსკ-ის კიდევ 6 წევრი, ხოლო ცესკო ირჩევს დამატებით 1 წევრს.
საუბნო საარჩევნო კომისია
საუბნო საარჩევნო კომისია არის საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის დროებითი ტერიტორიული ორგანო, რომელიც უფლებამოსილების ფარგლებში საარჩევნო უბნის ტერიტორიაზე უზრუნველყოფს არჩევნების, რეფერენდუმისა და პლებისციტის გამართვას, საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობის შესრულებას, კენჭისყრის დროს საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობით დადგენილი პროცედურის დაცვას, ამომრჩეველთა, წარმომადგენელთა და დამკვირვებელთა საქართველოს კონსტიტუციითა და საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ გარანტირებული უფლებების გამოყენებასა და დაცვას. საქართველოს მასშტაბით საარჩევნო პერიოდში იქმნება დაახლოებით 3700 საუბნო საარჩევნო კომისია. სკ შედგება 12 წევრისგან. აქედან 6 წევრს ირჩევს შესაბამისი ზემდგომი საარჩევნო კომისია, ხოლო 6 წევრი ინიშნება საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ განსაზღვრული პოლიტიკური გაერთიაბების მიერ.
ქართული ოცნება არჩევნებში გამარჯვებას აღნიშნავს | 02/10/2021
#არჩევნები #2021 #votes
ქართული ოცნება,არჩევნები,02/10/2021,არჩევანი,არჩევანი 2021,საქართველო,თბილისი,ბათუმი,ქუთაისი,თელავი,ცესკო,ზუგდიდი,გორი,უესკო,გაყალბებული არჩევნები,არჩევნების გაყალბების ფაქტზე სასწრაფოდ უნდა დაიწყოს გამოძიება,ვიდეო ჩანაწერები,ნაციონალური მოძრაობა,ნიკა მელია,georgia,грузия,ახალი ამბები,ნაცები,ქოცები,video blog,ნაცები vs ქოცები,მიხეილ სააკაშვილი,მიხეილ სააკაშვილი დაკავებულია,ბიძინობა,votes,election,usa