მერაბ ქვარაიას არ აქვს პასუხი, ზუგდიდში „ქართულმა ოცნებამ“ ვერ გაიმარჯვა თუ ზურაბიშვილმა
ქალაქ ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატის მერაბ ქვარაიას განცხადებით, არჩევნების შედეგებმა აჩვენა, რომ ქართველმა ხალხმა მმართველ გუნდს გზავნილი გაუგზავნა და ცვლილებები მოითხოვა. მისი თქმით, „ქართულ ოცნებაში“ შედეგების სწორ ანალიზს გააკეთებენ, რის შემდეგადაც მეორე ტურში არჩევნების განსხვავებული შედეგები დაიდება. „ჩვენ არ ვართ კმაყოფილი, ბუნებრივა. იკვეთება, რომ ხალხმა გამოგვიზავნა გზავნილი რომელსაც წავიკითხავთ სწორად და შესაბამის ღონისძიებებსაც გავატარებთ, რომ ვიყოთ ადეკვატურები მოთხოვნების და ვართ დარწმუნებული, რომ ცვლილებების კავლდაკვალ შევძლოთ, ახალ გამოწვევებს პასუხი გავცეთ და სხვადასხვა მიმართულებით ცვლილებები განვახორციელოთ. ეს კი საშუალებას მოგვცემს, რომ მეორე ტურში „ქართულმა ოცნებამ“ სხვა შედეგი დადოს და ჩვენმა მხარდაჭრილმა კანდიდატმა გაიმარჯვოს“, - აღნიშნა ქვარაიამ. რადიო „ათინათის“ კითხვაზე, რამ გამოიწვია ზუგდიდში სალომე ზურაბიშვილის მხარდაჭერა, საზოგადოების დამოკიდებულებამ „ქართული ოცნების“ თუ უშუალოდ ზურაბიშვილის მიმართ, ქვარაიამ გვიპასუხა, რომ ამ ეტაპზე ამ კითხვაზე პასუხი ვერ ექნება. „ამის პირდაპირ პასუხი ამ ეტაპზე ვერ მექნება. საფუძვლიან ანალიზს და სწორ დასკვნებს საჭიროებს და ჩვენ შეგვწევს უნარი, რომ ზუსტად წაიკითხოს ეს გზავნილები და შესაბამისი მოქმედებები განახორციელოს“, - თქვა მერაბ ქვარაიამ. მან მოსახლეობას არჩევნების დემოკრატიულ გარემოში ჩატარება მიულოცა და აღნიშნა, რომ სისტემური დარღვევები არ დაფიქსირებულა, ცალკეულ შემთხვევებზე კი შესაბამისი რეაგირებაც იყო. „შეგვიძლია თამამდ ვთქვათ, რომ არჩევნებმა მაღალი ევროპული სტანდარტით, თავისუფალ და დემოკრატიულ გარემოში ჩაიარა, რაც „ქართული ოცნების“ დამსახურებაა. ყველა არჩევნები იყო მაღალი სტანდარტით და ჩვენ შევძელით ის, რომ საქართველოში დამკვდრდა არჩევნების გზით ხელისუფლების შეცვლის თუ საკუთარი ნების გამოვლენის პროცესი“, -დასძინა მაჟორიტარმა. გრიგოლ ვაშაძემ, ცესკოს პირველადი მონაცემებით, სამეგრელოს 9 მუნიციპალიტეტიდან 6-ში მოიპოვა გამარჯვება, სამ მათგანში კი სალომე ზურაბიშვილმა მოიგო. რადიო "ათინათი" Website: http://radioatinati.ge/ Facebook: / rado.atinati Google+: https://plus.google.com/u/1/ Twitter: / atinati1059 Instagram: / radioatinat. .
Radio Atinati-ის სხვა ვიდეოები
აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვებისთვის ზუგდიდის მე-...
ედიშერ თოლორაია: ხმა მივეცი ზუგდიდის განვითარებას
ედიშერ თოლორაია განმუხურში მოსახლეობას შეხვდა
თოლორაიას საკრებულოს წევრის უფლებამოსილება არ შეუწ...
ედიშერ თოლორაიამ სხდომის წევრებისგან შენიშვნები და...
ლალი ანთია: მილების ქურდობა ედიშერ თოლორაიას უკავშ...
„თვითმმართველი ქალაქის გაუქმებიდან კანონპროექტის ჩ...
ექიმი:ზუგდიდის ინფექციურში მოთავსებული პაციენტების...
მსგავსი ვიდეოები
მაჟორიტარის ბიუროში გარემოვაჭრეებთან შეხვედრა კონკრეტული შედ...
Radio Atinati
„პატრიოტთა ალიანსის“ ბრალდებები მმართველი პარტიის მიმართ
Radio Atinati
საკრებულომ თაზო ფაცაცაის უფლებამოსილება ცნ
Radio Atinati
აქცია ზუგდიდში, მაჟორიტარი დეპუტატის, მერაბ ქვარაიას ბიუროსთ...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
დეკანოზ მალხაზ ჭანტურიას თხოვნით დევნილმა შიმშილობა შეწყვიტა
Radio Atinati
მერაბ ქვარაიას ოპოზიციის აქტივისტებმა ბრიფინგის ჩატარების სა...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
მერები ცხოველთა თავშესაფრის მშენებლობაზე : შესაბამისი ფინანს...
Radio Atinati
მოძრაობა "გაბედეს" აქტივისტებმა მერაბ ქვარაიას ბრიფინგის ჩ...
Georgia Daily