„პატრიოტთა ალიანსის“ ბრალდებები მმართველი პარტიის მიმართ
”პატრიოტთა ალიანსის“ ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ოთარ ჭითანავამ „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი მერაბ ქვარაია „ნაციონალურ მოძრაობასთან“ შერიგებაში დაადანაშაულა. აღნიშნულთან დაკავშირებით პარტიის ოფისში ბრიფინგი გაიმართა, სადაც ჭითანავამ, "ზუგდიდობის" დღესასწაულზე, ქვარაის სანდრა რულოვსთან მისალმება დაგმო. მან სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორს ლევან შონიას ქვარაის კანდიდატურის მოხსნისა და „პატრიოტთა ალიანსთან“ გაერთიანებისკენ მოუწოდა. პარტიაში პლაკატების ჩამოხევასა და მათთვის წინა საარჩევნო საქმიანობაში ხელის შეშლაზე საუბრობენ და ამ შემთხვევებზე პასუხისმგებლობას მმართველ ძალას აკისრებენ. „პატრიოტთა ალიანსის“ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებლობის კანდიდატის გიზო სართანიას განმარტებით, მას აქვს ინფორმაცია, რომ გამგებლებს აშინებენ და მის წინააღმდეგ განაწყობენ. „მოდიან ადამიანები და გვეუბნებიან, რომ არის დაშინება. ტერორი, მათ მოუწოდებენ, რომ გიზო სართანიას და „პატრიოტთა ალიანსს“ არ დაუჭირონ მხარი“, - აღნიშნა სართანიამ. მერაბ ქვარაიამ ჟურნალისტებთან საუბარში აღნიშნა, რომ ის და მისი ოჯახი იყო ყველაზე მეტად რეპრესირებული „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის დროს. მან „პატრიოტთა ალიანსის“ წევრებს შეურაცხმყოფელი განცხადებების გაკეთებისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდა. „ჩვენ ვართ ერთ-ერთი შეურიგებელი პოლიტიკური ორგანიზაცია და ჩვენი კურსი იქნება შეუცვლელი იმ მანკიერებებთან ბრძოლაში, რომელიც არასოდეს უნდა განმეორდეს“, - განაცხადა მერაბ ქვარაიამ. რადიო "ათინათი" Website: http://radioatinati.ge/ Facebook: https://www.facebook.com/Rado.ATINATI... Google+: https://plus.google.com/u/0/116211701... Twitter: https://twitter.com/
Radio Atinati-ის სხვა ვიდეოები
აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვებისთვის ზუგდიდის მე-...
ედიშერ თოლორაია: ხმა მივეცი ზუგდიდის განვითარებას
ედიშერ თოლორაია განმუხურში მოსახლეობას შეხვდა
თოლორაიას საკრებულოს წევრის უფლებამოსილება არ შეუწ...
ედიშერ თოლორაიამ სხდომის წევრებისგან შენიშვნები და...
ლალი ანთია: მილების ქურდობა ედიშერ თოლორაიას უკავშ...
„თვითმმართველი ქალაქის გაუქმებიდან კანონპროექტის ჩ...
ექიმი:ზუგდიდის ინფექციურში მოთავსებული პაციენტების...
მსგავსი ვიდეოები
გიზო სართანია: „ქართული ოცნება“ ბინძური მეთოდებით გვებრძვის
Radio Atinati
განცხადებები მოსალოდნელ საფრთხეზე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
პოლიტიკური პარტიები „პატრიოტთა ალიანსის“ წინააღმდეგ
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ურთიერთ ბრალდებები ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდეტე...
Radio Atinati
ზუგდიდში ყოფილი თანაპარტიელები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ
Radio Atinati
ირმა ინაშვილის პასუხი
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ქუთაისი შესაძლოა კვლავ მერის გარეშე დარჩეს
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
რუსული ფული ქართულ პოლიტიკაში - რას პასუხობს ბრალდებებს „პატ...
Formula News