გიზო სართანია: „ქართული ოცნება“ ბინძური მეთოდებით გვებრძვის
„საქართველოს პატრიოტა ალიანსის“ გამგებლობის კანდიდატმა შუალედურ არჩევნებზე, გიზო სართანიამ მმართველი პარტია პლაკატების ჩამოხევასა და ხელის შეშლაში დაადანაშაულა. ამის შესახებ მან პარტიის ზუგდიდის ოფისში ბრიფინგი გამართა. სართანიას თქმით, ადგილობრივი მთავრობა ახალგაზრდებს ავალებს “პატრიოტთა ალიანსის” პლაკატების ჩამოხევას, გადაღებვას და საკუთარი პლაკატების გადაწებვას. ზემოთ აღნიშნული ფაქტების დამადასტურებელი ფოტოსურათები გამგებლობის კანდიდატმა წარმოადგინა. მან კიდევ ერთხელ უარყო გუშინ გავრცელებული ინფორმაცია მის გადადგომასთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ ჭორებს უვრცელებენ. „იყენებენ ყველა საშულებას და გვებრძვიან ბინძური მეთოდებით. ბავშვებს ავალებენ ღამის სამ საათზე, წვიმიან ამინდში იარონ მანქანებით და ხიონ ჩვენი პლაკატები. ჩვენ გვეგონა, რომ დაგვიპირისპირდებოდა „ნაციონალური მოძრაობა“, მაგრამ შეიცვალა ვითარება და გვიპირისპირდება „ქართული ოცნება“,-აღნიშნა სართანიამ. თავის მხრივ, „ქართული ოცნების“ ადგილობრივი შტაბის უფროსი ლაშა გვასალია ბრალდებებს უარყოფს და აცხადებს, რომ მათ არ აქვთ ისეთი სიტუაცია, რომ მსგავს ხერხებს მიმართონ. მსგავს ის პარტია იქცევა, რომელსაც დამარცხების ეშინია. „ვერ მივიღებ მსგავს ბრალდებებს, ხშირად ხევენ ჩვენს პლაკატებს. მე ვიცი, რომ ამას აკეთებს „ნაციონალური მოძრაობა“, შეიძლება, სართანიას მხარდამჭერებიც აკეთებენ, იმიტომ, რომ შემდგომ ჩვენ წაგვიყენონ ბრალი“,-განაცხადა ლაშა გვასალიამ. რადიო "ათინათი" Website: http://radioatinati.ge/ Facebook: / rado.atinati. . Google+: https://plus.google.com/u/0/116211701... Twitter: https://twitter.com/
Radio Atinati-ის სხვა ვიდეოები
აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვებისთვის ზუგდიდის მე-...
ედიშერ თოლორაია: ხმა მივეცი ზუგდიდის განვითარებას
ედიშერ თოლორაია განმუხურში მოსახლეობას შეხვდა
თოლორაიას საკრებულოს წევრის უფლებამოსილება არ შეუწ...
ედიშერ თოლორაიამ სხდომის წევრებისგან შენიშვნები და...
ლალი ანთია: მილების ქურდობა ედიშერ თოლორაიას უკავშ...
„თვითმმართველი ქალაქის გაუქმებიდან კანონპროექტის ჩ...
ექიმი:ზუგდიდის ინფექციურში მოთავსებული პაციენტების...
მსგავსი ვიდეოები
გიზო სართანია: დავტოვე "ქართული ოცნება\
Radio Atinati
„პატრიოტთა ალიანსის“ ბრალდებები მმართველი პარტიის მიმართ
Radio Atinati
მამუკა წოწერია: თქვენი მხარდაჭერა ჩემს პასუხისმგებლობას უფრო...
Radio Atinati
გიზო სართანია
Radio Atinati
გიზო სართანია
Radio Atinati
გიზო სართანია ვიდეოფირების ჩვენებაზე
www. tspress.ge
ყოფილი საჯარო მოხელისა და ჟურნალისტის ურთიერთბრალდებები
Radio Atinati
გამგებლის ყოფილი მოადგილე: ატესტაციის ჩატარებას პოლიტიკური მ...
Radio Atinati