ზუგდიდში ყოფილი თანაპარტიელები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ
ყოფილი საჯარო მოხელე გურგენ სართანია ზუგდიდის საკრებულოს საზოგადოებსათან ურთიერთობის სამსახურის თანამშრომლებს მის შეურაცხყოფაში ადანაშაულებს. სართანიას თქმით, მისი მისამართით სოციალური ქსელების მეშვეობით ნეგატიურ კომენტარებს აქვეყნებენ. ამის შესახებ მან დემოკრატიული ჩართულობიოს ცენტრში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. „არჩევენების პერიოდში, როდესაც „პატრიოტთა ალიანსის“ გამგებლობის კანდიდატი ვიყავი, ვისარგებლე კუთვნილი შვებულებით და გამგეობაში დავბრუნდი, როგორც გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი, ამის შემდეგ დამიწყეს ლანძღვა-გინება. საზოგადოებასათან სამსახური, რომ ჰქვია, რა უფლება აქვს მე მლანძღოს, მას მერე რაც გავაქტიურდი მერი შენგელაიამ ტელეკომპანია „ობიექტივის“ პირდაპირ ეთერში დარეკა და თქვა, რომ მე „პატრიოტთა ალიანსიდან“ გარიცხული ვარ, რაც აბსურდია“, - განაცხადა გიზო სართანიამ. საკრებულოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა მერიკო შენგელაიამ სართანიას ბრალდებები უარყო. მისი თქმით, აღნიშნული სტატუსები თვეების წინ დაწერა და მას სამსახური თავისუფალი აზრის გამოხატვას არ უზღუდავს. „რაც შეეხება ჩემს ზარს პირდაპირ ეთერში, არა აქვს მნიშვნელობა დავრეკე თუ არა, ტელევიზიაში რომ არ დავრეკო და არ ვილაპარაკო ისედაც მთელმა ზუგდიდმა იცის მისი ოჯახის შესახებ, რაც შეეხება სართანიას პარტიიდან გარიცხვის შესახებ, არის სიმართლე და მე ჰაერში არაფერს არ ვამბობ. შეგიძლიათ პარტიის პრესსამსახურს დაურეკოთ და დაგიდასტურებენ“ , - აღნიშნა მერი შენგელაიამ. 'საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ ზუგდიდის გამგებლობის კანდიდატი გურგენ სართანია გამგეობაში შვებულების დამთავრებისთანავე, 10 ოქტომბერს დაბრუნდა, როგორც გამგეობის მოვალეობის შემსრულებელი, თუმცა ის დაკავებული თანამდებობიდან მალევე გაათავისუფლეს. რადიო "ათინათი" Website: http://radioatinati.ge/ Facebook: / rado.atinati. . Google+: https://plus.google.com/u/0/116211701... Twitter: https://twitter.com/
Radio Atinati-ის სხვა ვიდეოები
აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვებისთვის ზუგდიდის მე-...
ედიშერ თოლორაია: ხმა მივეცი ზუგდიდის განვითარებას
ედიშერ თოლორაია განმუხურში მოსახლეობას შეხვდა
თოლორაიას საკრებულოს წევრის უფლებამოსილება არ შეუწ...
ედიშერ თოლორაიამ სხდომის წევრებისგან შენიშვნები და...
ლალი ანთია: მილების ქურდობა ედიშერ თოლორაიას უკავშ...
„თვითმმართველი ქალაქის გაუქმებიდან კანონპროექტის ჩ...
ექიმი:ზუგდიდის ინფექციურში მოთავსებული პაციენტების...
მსგავსი ვიდეოები
ზუგდიდის საკრებულოში ყოფილი თანაპარტიელები ერთმანეთს დაუპირი...
Radio Atinati
დაპირისპირება საკრებულოს სხდომაზე
Radio Atinati
ზუგდიდში ყოფილი საჯარო მოხელეების მოთხოვნა სასამართლომ ნაწილ...
Radio Atinati
აქცია ზუგდიდში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ზუგდიდში ყოფილი პატიმრებისთვის ტრენინგი ჩატარდა
Radio Atinati
ზუგდიდში ყოფილი საჯარო მოხელეების საქმეებს სასამართლო ერთობლ...
Radio Atinati
ზუგდიდში ყოფილი პრეზიდენტის რეზიდენციაში ტექნოპარკი გაიხსნა
Radio Atinati
დევნილთა საკითხის განხილვას ქალაქის საკრებულოში ხმაური მოჰყვ...
Radio Atinati