დაპირისპირება საკრებულოს სხდომაზე
ქალაქ ზუგდიდის საკრებულოს დარბაზში, სადაც მერაბ ქვარაიამ თავმჯდომარეობის რანგში ბოლო სხდომა გამართა, დაპირისპირება მოხდა. საკრებულოს წევრმა "ნაციონალური მოძრობიდან" ანა წითლიძემ საკრებულოს უკვე ყოფილ თავმჯდომარეს მერაბ ქვარაიას თვითმმართველობის არჩევნებზე მოსახლეობისთვის მიცემული დაპირებების შესრულების შესახებ ანგარიში მოსთხოვა. მან ასევე ქვარაიას ზუგდიდის საკრებულოს ისტორიაში ერთ-ერთი სუსტი თავმჯდომარე უწოდა და მისი მისამართით სხვადასხვა ბრალდებები გამოთქვა. თუმცა, მას ქვარაიამ სიტყვის დასრულების უფლება არ მისცა და სხდომა დახურულად გამოაცხადა. ამის შემდეგ, ანა წითლიძემ ქვარაიასგან პასუხების მიღება სხდომის დასრულების შემდეგაც სცადა, თუმცა ის საზოგადოება "ზუგდიდელის" თავმჯდომარე მურმან ნაჭყებიამ გააჩერა და კამათი მათ შორის გაგრძელდა. ნაჭყებიამ წითლიძეს კორუმპირებული უწოდა. მოგვიანებით, კამათში წითლიძეს თანაპარტიელი ბათლომე შელია ჩაერთო. მან ნაჭყებიას საზოგადოება "ზუგდიდელის" სამარცხვინო თავმჯდომარე უწოდა და უთხრა, რომ ორგანიზაციის ინტერესები პარტიულ ინტერესებში გაცვალა. რადიო "ათინათი" Website: http://radioatinati.ge/ Facebook: https://www.facebook.com/Rado.ATINATI... Google+: https://plus.google.com/u/0/116211701... Twitter: https://twitter.com/
Radio Atinati-ის სხვა ვიდეოები
აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვებისთვის ზუგდიდის მე-...
ედიშერ თოლორაია: ხმა მივეცი ზუგდიდის განვითარებას
ედიშერ თოლორაია განმუხურში მოსახლეობას შეხვდა
თოლორაიას საკრებულოს წევრის უფლებამოსილება არ შეუწ...
ედიშერ თოლორაიამ სხდომის წევრებისგან შენიშვნები და...
ლალი ანთია: მილების ქურდობა ედიშერ თოლორაიას უკავშ...
„თვითმმართველი ქალაქის გაუქმებიდან კანონპროექტის ჩ...
ექიმი:ზუგდიდის ინფექციურში მოთავსებული პაციენტების...
მსგავსი ვიდეოები
ხმაური და დაპირისპირება საკრებულოს სხდომაზე
Radio Atinati
ჩხარტიშვილისა და კაკულიას დაპირისპირება საკრებულოს სხდომაზე
Inga Gvasalia
ხმაური და სიტყვიერი დაპირისპირება საკრებულოს სხდომაზე
TV 25
ხმაური ფოთის საკრებულოში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
შესყიდვების სამსახურის ანგარიში და დაპირისპირება საკრებულოს...
Trialeti TV
ყვარლის საკრებულოს დეპუტატები გამგებლის იმპიჩმენტს მოითხოვენ
ტელეკომპანია თანამგზავრი
დაპირისპირება რუსთავის საკრებულოს სხდომაზე
info rustavi
დაპირისპირება სამტრედიაში საკრებულოს სხდომაზე
TV IMEDI