ხმაური და დაპირისპირება საკრებულოს სხდომაზე
ქალაქ ზუგდიდის საკრებულოს სხდომაზე ხმაური ბათლომე შელიას მიერ მერიის სატრანსპორტო სამსახურის უფროსის მიმართ დასმულმა შეკითხვამ გამოიწვია. საკრებულოს წევრი დაინტერესდა, რატომ არ განთავსდა სიჩქარის შემზღუდავი ბორცვი დუტუ მეგრელის ქუჩაზე იმ ადგილას, რომელიც საკრებულომ გადაწყვიტა. დავით ხუბუასა და შელიას შორის დავა კი საკრებულოს ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე თაზო ფაცაციასა და „ევროპული საქართველოს“ წევრის დაპირისპირებაში გადაიზარდა. ფაცაციამ შელიას მოუწოდა, პასუხს დალოდებოდა, რაზეც საკრებულოს წევრმა უთხრა, რომ მან არ იცის თემა, რომელსაც მისი კითხვა ეხებოდა. „ხუბუასთან ერთად ვიყავით ამ ტერიტორიაზე ერთი წლის წინ და მეზობლებთან ერთად განვსაზღვრეთ ის ადგილი, სადაც სიჩქარის შემზღუდავი ბორცვი უნდა განთავსებულიყო. საკრებულოს სხდომაზეც მივიღეთ შესაბამისი გადაწყვეტილება, თუმცა ბორცვი ნახევარი წლის შემდეგ სრულიად სხვა ადგილას გააკეთა. პირად საუბრებში ხუბუამ აღიარა, რომ ეს შეცდომა იყო, თუმცა ახლა ამბობს, რომ საკრებულოს გადაწყვეტილება არასწორი იყო და ბორცვის განთავსების ადგილი თავად შეარჩია“, - თქვა შელიამ. დავით ხუბუამ ჟურნალისტებთან კომენტარის გაკეთება არ ისურვა. რაც შეეხება დაპირისპირებას, შელიას თქმით, ეს არასასიამოვნო ფაქტია, რომელიც აღელვების ნიადაგზე მოხდა. სიტყვიერი დაპირისპირება საკრებულოს წევრებს შორის სხდომაზე მალევე განიმუხტა. რადიო "ათინათი" Website: http://radioatinati.ge/ Facebook: / rado.atinati. . Google+: https://plus.google.com/u/0/116211701... Twitter: https://twitter.com/
Radio Atinati-ის სხვა ვიდეოები
აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვებისთვის ზუგდიდის მე-...
ედიშერ თოლორაია: ხმა მივეცი ზუგდიდის განვითარებას
ედიშერ თოლორაია განმუხურში მოსახლეობას შეხვდა
თოლორაიას საკრებულოს წევრის უფლებამოსილება არ შეუწ...
ედიშერ თოლორაიამ სხდომის წევრებისგან შენიშვნები და...
ლალი ანთია: მილების ქურდობა ედიშერ თოლორაიას უკავშ...
„თვითმმართველი ქალაქის გაუქმებიდან კანონპროექტის ჩ...
ექიმი:ზუგდიდის ინფექციურში მოთავსებული პაციენტების...
მსგავსი ვიდეოები
ხმაური ფოთის საკრებულოში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ხმაური და დაპირისპირება ქობულეთის საკრებულოს სხდომაზე
TV 25
ხმაური და დაპირისპირება თბილისის საკრებულოს სხდომაზე
ტელეკომპანია კავკასია • TV Kavkasia
ხმაური და დაპირისპირება ქუთაისის საკრებულოს სხდომაზე
მთავარი არხი • Mtavari Arkhi
ხმაური და დაპირისპირება თელავის საკრებულოს სხდომაზე
Formula News
ხმაური და სიტყვიერი დაპირისპირება საკრებულოს სხდომაზე
TV 25
ხმაური ბათუმის საკრებულოს სხდომაზე
Formula News
ხმაური ქუთაისის საკრებულოს სხდომაზე
Formula News