"ეს არის უალტერნატივო გუნდი

10/04/2017
Radio Atinati-ის მიერ

\"ეს არის, ახალი უალტერნატივო გუნდის ნაწილი, ვისთანაც ერთად მე მოვდივარ და ჩვენ მზად ვართ ზუგდიდი ვაქციოთ ბევრად უკეთეს ქალაქად - ამის შესახებ მმართველი პარტიის ზუგდიდის მერობის კანდიდატმა ლაშა გოგიამ სიის წარდგენისას განაცხადა. მან დადიანების სასახლის ეზოში მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში დაგეგმილ სოციალურ, ინფრასტრუქტურულ, განათლებისა, კულტურისა და ჯანდაცვის მიმართულებით განსახორციელებელ პროექტებზე ისაუბრა. გოგიას თქმით, მთავარი პრიორიტეტი ამ თემებთან ერთად დასაქმება იქნება.

„ჩვენ გვაქვს ოთხწლიანი კონკრეტული გეგმა, რომელსაც განახორციელებთ ზუგდიდის 48 ადმიისტრაციულ ერთეულში და ქალაქ ზუგდიდში“, - თქვა გოგიამ.

მმართველი პარტიის მერობის კანდიდატმა ყურადღება ბოტანიკური ბაღისა და თეატრის რეაბილიტაციაზე, სტუდენტების დაფინანსებასა და ცაიშში ევრიპული სტანდარტების ნაგავსაყრელის მშენებლობაზე.
„ჩვენ ვიზრუნებთ ახალგაზრდებზე, მათ დასაქმებაზე, ჯანსაღ ცხოვრების წესზე. ავაშენეთ უეფას სტანდარტების სტადიონი კომბინატში, წელსვე ვიწყებთ მეორე სათადარიგო სტადიონის მშენებლობას. მოეწყობა მინი სტადიონები. ინვესტორთან მოლაპარაკებები დასრულებულია და კომბინატის დასახლებაში სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდება საცურაო აუზს, მოეწყობა სპორტ-კომპლექსი. ჩვენ დავაფინანსებთ ნიჭიერი ახალგაზრდების იდეებს და პროექტებს, მე ვარ ახალგაზრდების ლობისტი, რადგან სწორედ მათგან მოდის მომავალზე ორიენტირებული პროექტები“, - განაცხადა გოგიამ.

საკუთარი გუნდის გამარჯვებაში დარწმუნებულია სიის პირველი ნომერი მამუკა წოწერია. მისივე შეფასებით, მერობის კანდიდატი და გუნდის ყველა წევრი უალტერნატივოა.

„ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ მომავალ ძლიერ გუნდთან ერთად, რომელიც იქნება ახლოს ხალხთან და მისი პრობლემების მომგვარებელი, არ დაზოგავს მატერიალურ, ფიზიკურ და ინტელექტუალურ რესურსს“, - აღნიშნა წოწერიამ.

„ქართული ოცნების“ პროპორციული და მაჟორიტარული სიის წარდგენას ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები, საჯარო მოხელეები და საზოგადოების სხვა წევრები დაესწრნენ.
რადიო \"ათინათი\"
Website: http://radioatinati.ge
Facebook: https://www.facebook.com/Rado.ATINATI
Google +: https://plus.google.com/u/0/116211701...
Twitter: https://twitter.com/

ვიდეოები „Radio Atinati"-ისგან