ყოფილი საჯარო მოხელეების 8 საათიანი სასამართლო სხდომა უგანაჩენოდ დასრულდა
03/17/2017
Radio Atinati-ის
მიერ
ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში სამსახურიდან ატესტაციის შედეგად გათავისუფლებული გამგებლებისა და კახა კვარაცხელიას სასამართლო სხდომა 8 საათის განმავლობაში გაგრძელდა.
პროცესზე ყოფილმა გამგებლებმა კიდევ ერთხელ განაცხადეს, რომ ისინი სამსახურდან მათ გაშვებას პოლიტიკურ მოტივს უკავშირებენ. მათივე თქმით, საპარლამენტო არჩევნების პირველი ტურის შემდეგ მათ ედიშერ თოლორაია და ლაშა გოგია პუშკინის ქუჩაზე არსებულ ბეტონის შენობაში შეხვდნენ და სოფლის წარმომადგენლებს მოთხოვეს, მეორე ტურში მათთვის სასურველი შედეგის მიღება, წინააღმდეგ შემთხვევაში კი, გათავისუფლებით დაემუქრნენ.
„ეს პირველ რიგში მე მეხებოდა, ბრალად დამედო, თითქოს, ყველა პარტიას შევხვდი აბასთუმანში, თუმცა მე მათ მხოლოდ, როგორც მასპინძელი, ისე ვხვდებოდი“, - თქვა გამგებლის ყოფილმა წარმომადგენელმა აბასთუმანში ვახტანგ კუტალიამ.
აღნიშნული ფაქტი უარყო ყოფილმა გამგებელმა და ამჟამად მაჟორიტარმა დეპუტატმა ედიშერ თოლორაიამ.
„ამ ბრალდებაზე კომენტარს არ გავაკეთებ, რადგან საკონკურსო-საატესტაციო კომისიის საქმიანობაში არ ჩავრეულვარ, არავინ დამინიშნავს და არავინ გამითავისუფლებია“, - განუცხადა თოლორაიამ რადიო „ათინათს“.
სხდომაზე გათავისუფლებულებთან ერთად საკონკურსო-საატესტაციო კომისიის იმჟამინდელი თავმჯდომარე ლაშა გოგია, სკაიპის საშუალებით კი კომიის წევრი ლავრენტი ალანია დაიკითხნენ.
ლაშა გოგიას თქმით, გამგებლებმა განხორციელებულ პროექტებთან დაკავშირებით კითხვებსაც ვერ უპასუხეს, თუმცა გოგიას არ ახსოვს, კონკრეტულად რას ვერ გასცეს მათ პასუხი. მან, ვერც შედეგების ოქმის ხელმოწერის თარიღი. გოგიამ ჟურნალისტებთან კომენტარი არ გააკეთა.
რაც შეეხება კომისიის წევრ ლავრენტი ალანიას, სასამართლოს განუცხადა, რომ ყველა აპლიკანტის გასაუბრებას ესწრებოდა, თუმცა მოსარჩელე მხარე ამ ფაქტს უარყოფს.
კომისიის სხვა წევრების დაკითხვა მომდევნო სხდომაზე გაგრძელდება, რომელიც 27 მარტს ჩატარდება.
რადიო \"ათინათი\"
Website: http://radioatinati.ge/
Facebook: https://www.facebook.com/Rado.ATINATI...
Google+: https://plus.google.com/u/0/116211701...
Twitter: https://twitter.com/