პატრიარქის კურთხევით ირაკლი კვარაცხელიას წესი აუგეს

03/17/2019
Radio Atinati-ის მიერ

ოკუპირებულ გალში, ნაბაკევის სამხედრო ბაზაზე დაუდგენელ ვითარებაში გარდაცვლილი ირაკლი კვარაცხელიას ცხედარი საკუთარი სახლიდან იოანე ნათლისმცემლის სახელობის ტაძარში გადაასვენეს, სადაც მას პატრიარქის კურთხევით წესი აუგეს. სწორედ აქ გაიმართება პანაშვიდი, რის შემდეგად სამ საათზე კვარაცხელიას სენაკში დაკრძალავენ.

ოკუპირებულ აფხაზეთში 11 მარტს, გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვლილი 28 წლის ირაკლი კვარაცხელია საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე 13 მარტს გადმოასვენეს. მას ექსპერტიზა თბილისში, სამხარაულია სახელობის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში ჩაუტარდა. სწორედ ამის შემდეგ გადმოასვენეს მისი ცხედარი სენაკში, დევნილთა დასახლებაში, სადაც კვარაცხელია გარკვეული ხნის განმავლობაში ცხოვრობდა.

აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების ვერსიით, საქართველოს მოქალაქემ თავი მოიკლა. ამ ვერსიის არ სჯერათ გარდაცვლილის ახლობლებს და ამბობენ, რომ მას სხეულზე დაზიანებები აღენიშნება. ქვეყნის ოფიციალურ უწყებებში კი აცხადებენ, რომ გარდაცვალების ზუსტი მიზეზის დადგენა მას შემდეგ იქნება შესაძლებელი, რაც კომლპექსური ექპსერტიზის დასკვნა დაიდება.

რადიო \"ათინათი\"
Website: http://radioatinati.ge/
Facebook: https://www.facebook.com/Rado.ATINATI
Google+: https://plus.google.com/u/1/116211701...
Twitter: https://twitter.com/Atinati1059
Instagram: https://www.instagram.com/radioatinat...

ვიდეოები „Radio Atinati"-ისგან