პრემიერ-მინისტრის ვიზიტი იორდანიაში
საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ვიზიტი იორდანიის ჰაშიმიტურ სამეფოში დაიწყო. ამანის „დედოფალ ალიას“ სახელობის საერთაშორისო აეროპორტში პრემიერ-მინისტრს იორდანიის ჰაშიმიტური სამეფოს ტურიზმის მინისტრი ნაიეფ ალ ფაიეზი და საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი იორდანიის ჰაშიმიტურ სამეფოში ზაზა კანდელაკი დახვდნენ. ვიზიტის ფარგლებში ირაკლი ღარიბაშვილი პრინც ღაზისთან ერთად, მონაწილეობას მიიღებს მდინარე იორდანესთან, მაცხოვრის ნათლობის ადგილზე საქართველოსთვის მიწის გადაცემასთან დაკავშირებულ ოფიციალურ ცერემონიაში. მიწაზე, რომლის ფართობი 4 ათასი კვადრატული მეტრია, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის კურთხევით, ქართული კულტურის ცენტრი აშენდება. ვიზიტის ფარგლებში მთავრობის მეთაური ასევე გამართავს მაღალი დონის შეხვედრებს იორდანიის ჰაშიმიტური სამეფოს უმაღლესი თანამდებობის პირებთან. პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი იორდანიის ჰაშიმიტურ სამეფოში დელეგაციასთან ერთად იმყოფება. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel.1tv.ge გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
პრემიერ-მინისტრის ვიზიტი იორდანიაში
TV IMEDI
პრემიერ-მინისტრის ვიზიტი იორდანიაში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
პრემიერ-მინისტრის ვიზიტი იორდანიაში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
პრემიერ-მინისტრის ვიზიტი იორდანიაში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ირაკლი ღარიბაშვილის ვიზიტი იორდანიაში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
საქართველოს მდინარე იორდანესთან მიწა გადმოეცა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ენტონი ბლინკენი მაჰმუდ აბასს შეხვდა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
პრემიერ მინისტრის ვიზიტი
1tv Live