პრემიერ-მინისტრის ვიზიტი იორდანიაში
საქართველოს პრემიერ-მინისტრი იორდანიაში ოფიციალურ შეხვედრებს იწყებს. ირაკლი ღარიბაშვილი უმაღლესი თანამდებობის პირებთან მაღალი დონის შეხვედრებს გამართავს და პრინც ღაზისთან ერთად მონაწილეობას მიიღებს მდინარე იორდანესთან, მაცხოვრის ნათლობის ადგილზე საქართველოსთვის მიწის გადაცემასთან დაკავშირებულ ოფიციალურ ცერემონიაში. მიწაზე, რომლის ფართობი ოთხი ათასი კვადრატული მეტრია, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის კურთხევით, ქართული კულტურის ცენტრი აშენდება. ოფიციალური ცერემონია დღის მეორე ნახევარში გაიმართება, მანამდე კი, საქართველოს პრემიერ-მინისტრი იორდანიის მეფეს, აბდულა მეორეს შეხვდება. ირაკლი ღარიბაშვილი იორდანიის ჰაშიმიტურ სამეფოში დელეგაციასთან ერთად ჩავიდა. ამანის საერთაშორისო აეროპორტში პრემიერ-მინისტრს იორდანიის ჰაშიმიტური სამეფოს ტურიზმის მინისტრი ნაიეფ ალ ფაიეზი და საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი იორდანიაში ზაზა კანდელაკი დახვდნენ. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel.1tv.ge გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
პრემიერ-მინისტრის ვიზიტი იორდანიაში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
პრემიერ-მინისტრის ვიზიტი იორდანიაში
TV IMEDI
პრემიერ-მინისტრის ვიზიტი იორდანიაში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
პრემიერ-მინისტრის ვიზიტი იორდანიაში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ირაკლი ღარიბაშვილის ვიზიტი იორდანიაში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
საქართველოს მდინარე იორდანესთან მიწა გადმოეცა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ენტონი ბლინკენი მაჰმუდ აბასს შეხვდა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
პრემიერ მინისტრის ვიზიტი
1tv Live