ოკუპირებულ გალში გარდაცვლილი ირაკლი კვარაცხელია დაკრძალეს

17.03.2019 04:25

11 მარტს, ოკუპირებულ გალში გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვლილი ირაკლი კვარაცხელია რამდენიმე წუთის წინ, ძმათა სასაფლაოზე, დედის გვერდით დაკრძალეს. ის დღეს სენაკის იოანე ნათლისმცემლის სახელობის საკათედრო ტაძარში იყო დასვენებული, სადაც პატრიარქის კურთხევით მას წესი აუგეს. ოკუპირებულ აფხაზეთში 11 მარტს, გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვლილი 28 წლის ირაკლი კვარაცხელია საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე 13 მარტს გადმოასვენეს. მას ექსპერტიზა თბილისში, სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში ჩაუტარდა. სწორედ ამის შემდეგ გადმოასვენეს მისი ცხედარი სენაკში, დევნილთა დასახლებაში, სადაც კვარაცხელია გარკვეული ხნის განმავლობაში ცხოვრობდა. აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების ვერსიით, საქართველოს მოქალაქემ თავი მოიკლა. ამ ვერსიის არ სჯერათ გარდაცვლილის ახლობლებს და ამბობენ, რომ მას სხეულზე დაზიანებები აღენიშნება. ქვეყნის ოფიციალურ უწყებებში კი აცხადებენ, რომ გარდაცვალების ზუსტი მიზეზის დადგენა მას შემდეგ იქნება შესაძლებელი, რაც კომპლექსური ექსპერტიზის დასკვნა დაიდება რადიო "ათინათი" Website: http://radioatinati.ge/ Facebook:   / rado.atinati   Google+: https://plus.google.com/u/1/ Twitter:   / atinati1059   Instagram:   / radioatinati1059fm

გაზიარება:

მსგავსი ვიდეოები

პატრიარქის კურთხევით ირაკლი კვარაცხელიას წესი აუგეს
00:38

პატრიარქის კურთხევით ირაკლი კვარაცხელიას წესი აუგეს

Radio Atinati

ოკუპირებულ გალში გარდაცვლილი ირაკლი კვარაცხელიას საქმე
05:44

ოკუპირებულ გალში გარდაცვლილი ირაკლი კვარაცხელიას საქმე

TV IMEDI

ირაკლი კვარაცხელიას ცხედარი საკუთარ სახლში გადაასვენეს
01:49

ირაკლი კვარაცხელიას ცხედარი საკუთარ სახლში გადაასვენეს

Radio Atinati

შემთხვევა გალში
05:47

შემთხვევა გალში

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

მავთულხლართით გაყოფილი სამგლოვიარო პროცესია - მიცვალებული აფხაზეთში სამეგრელოდან დაიტირეს
01:43

მავთულხლართით გაყოფილი სამგლოვიარო პროცესია - მიცვალებული აფ...

Radio Atinati

ოკუპირებულ გალში აფხაზური დროშის დაწვისთვის  საქართველოს მოქალაქე გიორგი ბებუა დააკავეს
02:49

ოკუპირებულ გალში აფხაზური დროშის დაწვისთვის საქართველოს მოქ...

ტელეკომპანია კავკასია • TV Kavkasia

საქართველოს ხელისუფლება დაეხმარება ყველა აბიტურიენტს ოკუპირებული აფხაზეთიდან
10:18

საქართველოს ხელისუფლება დაეხმარება ყველა აბიტურიენტს ოკუპირე...

საინფორმაციო ანალიტიკური ცენტრი

ოკუპირებულ გალში საქართველოს მოქალაქე მოკლეს
01:41

ოკუპირებულ გალში საქართველოს მოქალაქე მოკლეს

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

ყველა ვიდეო