Кадры 9 апреля (тайм коды) / 9 აპრილი! გოგა ხაინდრავას კადრები ტაიმკოდებით.
04/09/2020
D.B.Cooper-ის
მიერ
0:01 - მთავრობის სახლის წინ შეკრებილი ხალხი მღერის ქართულ სიმღერებს
2:21 - მიტინგი ტელევიზიასთან
2:37 - ჯავშანტექნიკა და ჯარისკაცები ლენინის მოედანზე
3:45 - ილია მეორე მიდის მთავრობის სახლის წინ მიმდინარე მიტინგზე. ხალხი ეგებება ტაშით. ორატორი მიმართავს ხალხს და მოუწოდებს შეინარჩუნონ სიმშვიდე და შეწყვიტონ ჩოჩქოლი.
5:00 - ისმის მოწოდება, პატრიარქის მიმართვის წინ მოიხადონ ქუდები.
5:17 - ზვიად გამსახურდია და მერაბ კოსტავა კადრში.
5:30 - პატრიარქი იწყებს მიმართვას, აქებს აქციის მონაწილეთა გამბედაობას, მაგრამ აფრთხილებს მოსალოდნელი საფრთხის შესახებ და მოუწოდებს მათ აქციის შეწყვეტისაკენ. \" მე მოვედი იმისათვის, რომ წავიდეთ ტაძარში და მადლობა შევწიროთ ღმერთს გადარჩენისათვის, მე ახლა მაცნობეს, რომ საშიშროება რეალურია\"
8:18 - აქციიდან, გარკვეული ჯგუფი, ხმამაღლა ისვრის რეპლიკებს (სავარაუდოდ, აპროტესტებს პატრიარქის შეთავაზებას)
8:23 - პატრიარქი: \" ჩემო, სულიერო შვილებო, გეძლევათ ლოცვა-კურთხევა, რომ აბრძანდეთ ახლა და წავიდეთ ერთად, ქაშუეთის წმინდა გიორგის ეკლესიაში და მადლობა შევსწიროთ უფალს.\"
8:42 - აქციის მონაწილეები, ერთიანად უარყოფენ ილია მეორის შეთავაზებას და უარს ამბობენ დაშლაზე. რეპლიკები აქციიდან - \"არცერთი ნაბიჯი უკან\", \"ფიცი გვაქვს ნათქვამი.\" მიტინგის წამყვანი მიკროფონით მოუწოდებს ხალხს სიწყნარისაკენ. ხალხი არ მშვიდდება ისმის სხვადასხვა შეძახილები.
10:39 - მიმართვა მიკროფონიდან - \"სიწყნარე იყოს, სიწყნარე! დუმილი! დუმილი! ამ დუმილში, რაღაც ჭეშმარიტება კიდევ ერთხელ დაიბადება... არცერთი რეპლიკა ადგილიდან\"
11:10 - პატრიარქი კვლავ მიმართავს აქციას. \" თქვენ ნუ იფიქრებთ იმას რომ, მე მთხოვა მთავრობამ. ახლა მოვიდნენ, ჩემთან, წარმომადგენლები რომელთაც მითხრეს, რომ ეს საშიშროება რეალურია. და მე ნება არ მქონდა არ მოვსულიყავი ეხლა აქ და თქვენთან ერთად არ ვყოფილიყავ.\"
11:55 - სრული სიწყნარე აქციაზე.
12:33 - საუბარი ილია მეორეს, ზვიად გამსახურდიასა და კოსტავას შორის.
12:56 - მოწოდება სიმშვიდისკენ.
13:04 - აქციის ერთ-ერთი ლიდერი მიმართავს პატრიარქს \"მამაო, დარჩებით ჩვენთან?\" ილია მეორე, უპასუხოდ სტოვებს კითხვას.
13:15 - აქციის ფართო ხედი, სრული სიჩუმე.
14:00 - ტრიბუნიდან მდუმარედ ადევნებენ თვალს მომიტინგეებს.
16:43 - ილია მეორე ესაუბრება, ზვიად გამსახურდიასა და მერაბ კოსტავას.
17:42 - ირაკლი წერეთელი, უკმაყოფილებას აფიქსირებს დუმილის გამო. \"ასეთი დუმილით, არ შეიძლება ჩვენ შევხვდეთ განსაცდელს.\" მას სურს მიკროფონით მიმართოს აქციას. ცდილობენ შეაჩერონ და აზრი შეაცვლევინონ. ერთ-ერთი გვერდით მდგომი მიმართავს მას - \"ირაკლი, აზრზე მოდი რა ეხლა!\" წერეთელი ჩერდება.
18:25 - იწყება ჩოჩქოლი აქციის მარჯვენა ფლანგზე
18:43 - ირაკლი წერეთელი იღებს მიკროფონს, ცდილობენ კვლავ შეაჩერონ, მაგრამ ამჯერად უკვე უშედეგოდ. მას ეუბნებიან, რომ ატეხილი ჩოჩქოლი პროვოკაციაა.
19:03 - ირაკლი წერეთელი იწყებს მიმართვას. მოუწოდებს ხალხს უკან არ დაიხიონ და მას ტაშს უკრავენ.
19:50 - ხალხი დგება ფეხზე და აღტკინებული იწყებს სკანდირებას.
20:11 - ირაკლი წერეთელი აგრძელებს მიმართვას და \"აფიცებს\" აქციის მონაწილეებს.
21:46 - ლოცვა \"მამაო ჩვენო\"
23:36 - ხალხი იწყებს სხვადასხვა პატრიოტული ლოზუნგების სკანდირებას.
24:40 - სიმღერა \"სამშობლო, სამშობლო\"
24:56 - მერაბ კოსტავას მიმართვა
27:15 - მიკროფონიდან ხალხს მიუთითებენ, თუ როგორ უნდა იმოქმედონ ჯარის მოახლოებისას, ეუბნებიან, რომ ილია მეორე აქციაზეა და არ ტოვებს მათ.
28:05 - ჯარის ნაწილები იწყებენ მოძრაობას რუსთაველის გამზირზე, ლენინის მოედნიდან.
30:30 - აქციის მონაწილეები ჯავშანტექნიკას უთავისუფლებენ გზის სავალ ნაწილს.
32:32 - მომიტინგეები წიხლებს ურტყავენ ჯავშანტექნიკას, ისმის მოწოდებები, ნუ ურტყამთ!
32:50 - შინაგანი ჯარის კორდონი იწყებს \"ტერიტორიის გასუფთავებას\", მთავრობის სახლის წინ (მარჯვენა მხარეს) ხდება პირველი შეტაკებები. ყრიან მოშიმშილეებს. მომიტინგეთა ნაწილი გამორბის უკან. ისმის მოწოდებები გაატარონ ქალები, იწყება ჭყლეტვა.
35:17 -დაპირისპირება მხატვრის სახლის წინ (არ ჩანს კადრში) ისმის რეპლიკა - \"სათითაოდ კლავენ.\"
35:35 - ხალხი, მხატვრის სახლის წინ, ჯარის კორდონს უკან ახევინებს.
35:49 - მთავრობის სახლის მარცხენა ფლანგი. დაპირისპირება კორდონთან.
39:00 - ისმის ხმა - \"არ მოკლათ, არ მოკლათ\" (სავარაუდოდ მომიტინგეებს ჯარისკაცი ჩაუვარდათ ხელში)
40:30 - კორდონი გამოდის პირველ სკოლამდე და აგრძელებს სვლას.
42:16 - ინციდენტი სასწრაფო დახმარების მანქანასთან.
42:48 - რუსთაველზე მოძრავ ჯავშანტექნიკას უპირისპირდება ხალხი.
44:27 - აქციის დარბევა ტელევიზიის წინ.