„თავისუფალმა საქართველომ“ ზუგდიდში კანდიდატები წარადგინა

10/06/2017
Radio Atinati-ის მიერ

„დემოკრატიული მოძრაობა - თავისუფალმა საქართველომ“ ზუგდიდის 12 სოფლის მაჟორიტარი დეპუტატობისა და სამეგრელოს 7 ქალაქის მერობის კანდიდატი წარადგინა.

ზუგდიდში სიის პირველი ნომერი და ოდიშის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ოპოზიციური პარტიიდან გურგენ სართანია იქნება.

დარჩელი - კონსტანტინე სორდია

ოქტომბერი - ალიოშა ალანია

ძველი აბასთუმანი - ზვიად კუტალია

კოკი - ირაკლი ხუბუა

ყულიშკარი - დავით ფიფია

შამგონა - ვარლამ ბოკუჩავა

დიდინეძი - ავთანდილ ჩახაია

ერგეტა - სპარტაკ შენგელია

ახალკახათი - ზვიად აბსანძე

ცაიში - ბაჩუკ ნარუშვილი

კახათი - ხვიჩა ოთხოზორია
მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში დღესვე ზუგდიდის გარდა სამეგრელოს სხვა ქალაქების სიის პირველი ნომრებისა და მერობის კანდიდატების ვინაობა გახდა ცნობილი:

სენაკი - ზაზა სიჭინავა

მარტვილი - მურად გვაზავა

აბაშა - გელა კაჭარავა

ხობი - ედიშერ წურწუმია

წალენჯიხა - ბესიკ კვარაცხელია

ჩხოროწყუ - რამაზ ლაგვილავა

პარტიის ლიდერმა კახა კუკავამ მოქალაქეებს არჩევნებზე მისვლისკენ მოუწოდა.

„ჩვენ უნდა შევძლოთ და დავასრულოთ ორპარტიული მონოპოლია „ქართული ოცნებისა“ ნაციონალური მოძრაობის“. ის შეურაცხყოფა, რაც მმართველმა პარტიამ მიაყენა ზუგდიდს კუდის ყოფილი თანამშორმლის მერად წარდგენის, დაუსჯელი არ უნდა დარჩეს“, - აღნიშნა კუკავამ.

სიის პირველი ნომრის გურგენ სართანიას თქმით კი მთავარი პრიორიტეტი და გამოწვევა მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებაა.

„ჩვენ მაქსიმალურად ვეცდებით არსებული პრობლემები მოვუგვაროთ მოსახლეობას და ერთად ავიღოტ პასუხიმგებლობა ამაზე“, - თქვა სართანიამ.
კახა კუკავას დღეს ზუგდიდის მერობის კანდიდატი არ წარუდგენია. მისი თქმით, კონსულტაციები დამოუკიდებელ კანდიდატთან მიმდინარეობს და საბოლოო გადაწყვეტილებას პარტია ორშაბათს გამოაცხადებს.

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩვნები საქართველოში 21 ოქტომებრს გაიმართება.

რადიო \"ათინათი\"
Website: http://radioatinati.ge/
Facebook: https://www.facebook.com/Rado.ATINATI...
Google+: https://plus.google.com/u/0/116211701...
Twitter: https://twitter.com/

ვიდეოები „Radio Atinati"-ისგან