„თავისუფალი საქართველო“ წინასაარჩევნო კამპანიას ზუგდიდიდან იწყებს

06/21/2020
Radio Atinati-ის მიერ

პარტია „თავისუფალი საქართველოს“ ლიდერები ამომრჩევლებს მერაბ კოსტავას ბიუსტთან შეხვდნენ და საარჩევნო პროგრამა გააცნეს. კახა კუკავა ამბობს, რომ მათი პარტია ალტერნატიული არჩევანია იმ ხალხისთვის, რომლებსაც არც ყოფილი და არც ამჟამინდელი პარტიის ხილვა არ სურს ხელისუფლებაში. „თავისუფალი საქართველოს“ საარჩევნო პროგრამაში მთავარი ადგილი იაფი მედიკამენტების საკითხს უჭირავს.

„იმ ფონზე, როდესაც მთელი ოპოზიცია დაბანაკდა და გაიყო მიშას მომხრეებად და ბიძინას მომხრეებად, ჩვენთვის მნიშვნელოვანია ხალხს შევთავაზოთ „თავისუფალი საქართველო“, ნომერი 21. ჩვენ არ ვაპირებთ არც ერთ მათგანთან ალიანს და ვიყრით კენჭს დამოუკიდებლად. ასევე, ჩვენ სიაში არ გვეყოლება არც ერთი ნაცი და არც ერთი ქოცი, რომლებიც ატარებენ ლიბერალურ პოლიტიკას. ჩვენ გვინდა ეს პოლიტიკა ეროვნულით შევცვალოთ“, - თქვა კახა კუკავამ.

გოგი წულაიამ ჟურნალისტებთან საუბრისას მთავარი აქცენტი მოუწესრიგებელ ინფრასტრუქტურაზე გააკეთა.

„ქუთაისში ვფიქრობდი, რა უბედურებაა ეს გადათხრილ გზებითქო, ჩამოვედი ზუგდიდში და ეს რა ვნახე, ეს მართლა რა უბედურებაა?! ესაა ღორობა. თუ არ გქონდა ფული და ერთი ადგილი რას თხრიდი ამ გზას. ვინმე ბავშვი, რომ დაშავდეს და იმის მამამ ჩაქუჩი ჩაგარტყას თავში, ვინ იქნება დამნაშავე და ვინ უნდა აგოს პასუხი...აი, ამას დავამთავრებთ ჩვენ“,. - აღნიშნა წულაიამ

„თავისუფალ საქართველოს“ რეგიონებში წარსადგენი მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები ჯერ არ შეურჩევია.

რადიო \"ათინათი\"
Website:http://radioatinati.ge/
Facebook:   / rado.atinati  
Twitter:  / atinati1059  
Instagram:   / radioatinati1059fm

ვიდეოები „Radio Atinati"-ისგან