შოთა რეხვიაშვილმა მარნეულის #1 ახლადაშენებული საჯარო სკოლა გახსნა

16.09.2019 01:29

ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა, შოთა რეხვიაშვილმა პედაგოგებსა და მოსწავლეებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცა და ხელისუფლებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან ერთად, მარნეულის #1 ახლადაშენებული საჯარო სკოლა ოფიციალურად გახსნა. ,,მარნეულის პირველი საჯარო სკოლა თანამედროვე სტრანდარტების შესაბამისი, განახლებული ინფრასტრუქტურით ხვდება ახალ სასწავლო წელს. რეგიონის მასშტაბით, ამ მიმართულებით, ბევრი საინტერესო პროექტი განვახორციელეთ - დაახლობით 80 საჯარო სკოლაში ჩატარდა სარეაბილიტაციო სამუშაოები და განახლდა საჭირო ინფრასტრუქტურა“ - განაცხადა შოთა რეხვიაშვილმა. ქალაქ მარნეულის სკოლის ახალი მატერიალურ-ტექნიკური ბაზა ადგილზე პირადად დაათვალიერეს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ, ლევან ხარატიშვილმა, საქართელოში აზერბაიჯანის რესპუბლიკის სრულუფლებიანმა ელჩმა დურსუნ ჰასანოვმა და მარნეულის მუნიციპალიტეტის მერმა ზაურ დარგალმა. თანამედროვე სტანდარტების შესაბამის შენობა 350 მოსწავლეზეა გათვლილი. საგანმანათლებლო დაწესებულება ადაპტირებულია განსაკაუთრებული საჭიროების მქონე პირებისთვის, აღჭურვილია სასკოლო ინვენტარით და სახანძრო უსაფრთხოების სისტემით. სკოლის მშენებლობისთვის, ცენტრალური ბიუჯეტის დაფინანსებით, 2 000 000-მდე ლარის სამუშაოები განხორციელდა. #ქვემოქართლისრეგიონი2019 #ახალისკოლამარნეულში2019 #სახელმწიფორწმუნებული2019 #შოთარეხვიაშვილი2019

გაზიარება:

მსგავსი ვიდეოები

სოფელ ხანჯიგაზლოს მოსახლეობა სრულად გაზიფიცირდა
01:42

სოფელ ხანჯიგაზლოს მოსახლეობა სრულად გაზიფიცირდა

ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

შოთა რეხვიაშვილმა რეგიონში აზერბაიჯანულ დელეგაციას უმასპინძლა
01:58

შოთა რეხვიაშვილმა რეგიონში აზერბაიჯანულ დელეგაციას უმასპინძლ...

ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

ქვემო ქართლის რეგიონში მესაქონლეობის ფერმა ამოქმედდა
01:31

ქვემო ქართლის რეგიონში მესაქონლეობის ფერმა ამოქმედდა

ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

ბოლნისში 2600 ჰექტარ სავარგულზე წყალუზრუნველყოფა გაუმჯობესდება.
01:42

ბოლნისში 2600 ჰექტარ სავარგულზე წყალუზრუნველყოფა გაუმჯობესდე...

ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

ხელისუფლების წარმომადგენლები მარნეულში მიმდინარე პროექტებზე
02:47

ხელისუფლების წარმომადგენლები მარნეულში მიმდინარე პროექტებზე

ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

მარნეულში ინფრასტრუქტურული პროექტები აქტიურად მიმდინარეობს
01:24

მარნეულში ინფრასტრუქტურული პროექტები აქტიურად მიმდინარეობს

Municipality of Marneuli

მარნეულში მესაქონლეობის ფერმა ამოქმედდა
02:29

მარნეულში მესაქონლეობის ფერმა ამოქმედდა

Municipality of Marneuli

გუბერნატორმა მარნეულში ინფრასტრუქტურული პროექტები დაათვალიერა
01:20

გუბერნატორმა მარნეულში ინფრასტრუქტურული პროექტები დაათვალიერ...

ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

ყველა ვიდეო