შსს-ს აკადემიაში ოჯახში ძალადობის საკითხებზე უბნის ინსპექტორების გადამზადება გრძელდება


შსს-ს აკადემიაში ტრენინგი ოჯახში ძალადობის საკითხებზე შსს-ს სამეგრელოს და ზემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს თანამშრომლებს ჩაუტარდათ. აღნიშნული ფართომასშტაბიანი ტრენინგი საქართველოს მთელ ტერიტორიაზე არსებული ყველა საპოლიციო დანაყოფის თანამშრომლებისთვის უკვე რამდენიმე თვეა ტარდება. ტრენინგების კურსი შს მინისტრ ალექსანდრე ჭიკაიძის გადაწყვეტილებით ხორციელდება და მასში თითოეული დანაყოფიდან შერჩეული ორ-ორი უბნის ინსპექტორ-გამომძიებელი – ერთი ქალი და ერთი მამაკაცი მონაწილეობს. ტრენინგების კურსს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის პედაგოგები, ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების და სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლები მართავენ. სწავლების პროცესში ყურადღება გამახვილებულია ოჯახური კონფლიქტის დროს სიტუაციის უკეთ განმუხტვის მექანიზმებსა და კონფლიქტში მონაწილე პირებთან სწორი კუთხით კომუნიკაციის უნარ-ჩვევების ამაღლებაზე. ტრენინგზე ინტერაქტიულ რეჟიმში მიმდინარეობს როგორც მომხდარი შემთხვევების, ასევე თეორიული საკითხების საფუძვლიანი განხილვა. პოლიციის იმ თანამშრომლებს, რომლებიც გადამზადებას გადიან, თავიანთი დანაყოფების სამოქმედო ტერიტორიაზე მომხდარ ოჯახში ძალადობის შემთხვევებთან დაკავშირებით განხორციელებულ ღონისძიებებზე ზედამხედველობა და სათანადო სტატისტიკური მონაცემების დამუშავება დაევალებათ.
სიახლის სრულიად სანახავად გადადით შემდეგ ლინკზე:
http://goo.gl/NnFGnT

ვიდეოები „შინაგან საქმეთა სამინისტრო"-ისგან