ზუგდიდში მიუსაფარი ცხოველების დღე აღნიშნეს

04.04.2021 03:43

ზუგდიდში ადგილობრივი ცხოველთა მოყვარულების გაერთიანებისა და "ზაქარას კეთილი მანქანის" ინიციატივით მიუსაფარი ცხოველების დღე აღნიშნეს. სკეიტ-პარკში შეკრებილმა მოხალისეებმა ქუჩის ცხოველებისთვის განკუთვნილი სახლების აწყობასა და გაფერადებაში მიიღეს მონაწილეობა.

როგორც ღონისძიების ერთ-ერთმა ორგანიზატორმა მარიამ შეყილაძემ აღნიშნა, მზა საცხოვრისები ქალაქის სხვადასხვა ლოკაციებზე გადანაწილდება.

ღონისძიებას "სამეგრელოს სკაუტების" წევრები და ხობის საკვირაო სკოლის მოსწავლეები შეუერთდნენ.

"ზაქარას კეთილი მანქანა - მიუსაფარი ცხოველების პროექტის" იდეის ავტორი ზაქარია დოლიძის ინფორმაციით, ზუგდიდამდე ის დასავლეთ საქართველოს რამდენიმე ქალაქში იმყოფებოდა და ამჯერად გურიისკენ მიემართება.

ჯამში, რამდენიმე დღიანი კამპანიის ფარგლებში 15-მდე სახლი დამზადდება.
4 აპრილს მსოფლიოში მიუსაფარი ცხოველების საერთაშორისო დღე აღინიშნება. აღნიშნულ ინიციატივას საქართველო 2009 წლიდან, "საქართველოს ცხოველთა დაცვისა და გადარჩენის საზოგადოების" ინიციატივით შეუერთდა.


რადიო "ათინათი"
Website: http://radioatinati.ge/
Facebook: https://www.facebook.com/Rado.ATINATI
Twitter: https://twitter.com/Atinati1059
Instagram: https://www.instagram.com/radioatinat...

გაზიარება:
Compania