ზუგდიდელმა ოჯახმა მიუსაფარ ძაღლებს თავშესაფარი მოუწყო
ზუგდიდში, წმინდა ნინოს ქუჩაზე ერთი-ერთი სახლის წინ პატარა, სახელდახელოდ მოწყობილ თავშესაფარს ნახავთ, სადაც ოთხი უპატრონო ძაღლი ცხოვრობს. ასე სიცივისა და წვიმისგან მათ დაცვას პაპიკაშვილების ოჯახი ცდილობს. სწორედ მათ მოუწყეს ძაღლებს ჭიშკართან ახლოს დროებითი თავშესაფარი. „რადგან ზამთარია, ცივი და წვიმიანი დღეებია, გვინდოდა, რომ დავხმარებოდით ამ ძაღლებს, რომ უფრო თბილად ყოფილიყვნენ, ამიტომაც დავშალეთ კარადა და ასეთი პატარა სახლუკა გავუკეთეთ“, - გვითხრა 67 წლის ნანული პაპიკაშვილმა, რომელიც მიუსაფარ ძაღლებს, 5-6 წელია უვლის. წრიპას, ტუზიკას,ცუცას და უსინათლო სიმბას სახელები სწორედ ნანული პაპიკაშვილმა დაარქვა. ამბობს, რომ ისინი მისი ძაღლებია და ამდენივე წელია მათზე ზრუნავს. ყოველ დღე კვებავს მათ და ნერვიულობს, თუ „სახლში“ მოსვლა რომელიმე მათგანმა დააგვიანა. „ამ პატარა სახლის მოწყობამდეც აქ ცხოვრობდნენ, ჩვენს ჭიშკართან. მეც მიყვარს და თვითონაც ვუყვარვართ, მიჯერებენ, ჭკვიანები არიან. გარდა ამისა, გვიცავენ ჩვენ და იცავენ მიმდებარე ტერიტორიასაც“, - გვითხრა მან. კიდევ ერთი ძაღლი პაპიკაშვილებს, დაახლოებით, 6 თვის წინ დაეკარგათ. განიცდიან და ცდილობენ, დარჩენილ ოთხფეხა მეგობრებს ყურადღება და მზრუნველობა არ მოაკლონ. რადიო "ათინათი" Website: http://radioatinati.ge/ Facebook: https://www.facebook.com/Rado.ATINATI Google+: https://plus.google.com/u/1/ Twitter: https://twitter.com/Atinati1059 Instagram: https://www.instagram.com/radioatinat...
Radio Atinati-ის სხვა ვიდეოები
აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვებისთვის ზუგდიდის მე-...
ედიშერ თოლორაია: ხმა მივეცი ზუგდიდის განვითარებას
ედიშერ თოლორაია განმუხურში მოსახლეობას შეხვდა
თოლორაიას საკრებულოს წევრის უფლებამოსილება არ შეუწ...
ედიშერ თოლორაიამ სხდომის წევრებისგან შენიშვნები და...
ლალი ანთია: მილების ქურდობა ედიშერ თოლორაიას უკავშ...
„თვითმმართველი ქალაქის გაუქმებიდან კანონპროექტის ჩ...
ექიმი:ზუგდიდის ინფექციურში მოთავსებული პაციენტების...
მსგავსი ვიდეოები
რა ვნახე ნეაპოლში? - შთაბეჭდილებები კვარადონას ქალაქიდან | ს...
CrystalSport
,,ვილა კოლხიდა''- საოჯახო სასტუმრო მამა - პაპისეულ ეზოში
Radio Atinati
ერთადერთი ზუგდიდელი, რომელიც საკუთარ გამომუშავებულ ელექტროენ...
Radio Atinati
კოლხური ხოხობი ზუგდიდში
Radio Atinati
ზუგდიდელი ახალგაზრდები კინოთეატრის მოსაწყობად მერიისგან შენო...
Radio Atinati
მოქალაქე მერაბ ქვარაიას: თქვენ ბრძანდებით არასრულფასოვანი ქა...
Radio Atinati
ზუგდიდელმა მოჭადრაკეებმა საპრიზო...
odishitv
ზუგდიდელმა მძღოლებმა ცენტრალური ავტომაგისტრალი გადაკეტეს
პირველი არხი Georgian Public Broadcaster