,,ვილა კოლხიდა''- საოჯახო სასტუმრო მამა - პაპისეულ ეზოში
ზუგდიდელმა ლაშა ყორშიამ ქალაქიდან 6 კილომეტრში, სოფელ კოლხიდაში მამა-პაპისეულ სახლ-კარში საოჯახო სასტუმრო მოაწყო. სახელზე ბევრი არ უფიქრია და მას „ვილა კოლხიდა“ დაარქვა. ძველი სახლისთვის ახალი სიცოცხლის მინიჭებას თითქმის ერთი წელი დასჭირდა. ამბობს, რომ პირველი სტუმრები მარტის თვეში ჩეხეთიდან, რუსეთიდან და ლიეტვუიდან მიიღო. წელს, პანდემიის პირობებში უცხოელ სტუმრებს ნაკლებად ელის და აქცენტს შიდა ტურიზმზე აკეთებს. რაც დამსვენებლებს „ვილა კოლხიდაში“ უხვად დახვდებათ სიმწვანე და ეკოლოგიურად სუფთა გარემოა. აქ შესაძლებელია გამოსაშვები საღამოებისა და დაბადების დღეების გადახდა, მეგობრებთან ერთად დროის გატარება ან უბრალოდ განმარტოება. „წელიწადნახევრის წინ დავიწყეთ მშენებლობა. ცოტა დაგვრჩა, ერთ კვირაში ჩვენ უკვე მზად ვიქნებით სტუმრების მისაღებად. ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების გათვალისწინებით ვიწყებთ სტუმრების მიღებას. გვექნება სადეზინფექციო ხსნარები და ყველა საჭირო აღჭურვილობა“, - ამბობს საოჯახო სასტუმროს მფლობელი. ლაშას მშენებლობა ჯერ არ დაუსრულებია. უამრავი იდეა აქვს, თუმცა მათ განხორციელებას ამ ეტაპზე უსახსრობის გამო ვერ ახერხებს. საჭირო თანხის მოძიების შემდეგ პირველი, რასაც გააკეთებს „კოლხიდის პირამიდების“ მშენებლობას დაასრულებს. ეს იქნება ტურისტული ბანაკი, რომელიც უცხოელ სტუმრებზე იქნება გათვლილი. აქვე საკემპინგე ზონის მოწყობასაც გეგმავს. ძველი სახლისთვის ახალი სიცოცხლის მინიჭებას თითქმის ერთი წელი დასჭირდა. ამბობს, რომ პირველი სტუმრები მარტის თვეში ჩეხეთიდან, რუსეთიდან და ლიეტვუიდან მიიღო. წელს, პანდემიის პირობებში უცხოელ სტუმრებს ნაკლებად ელის და აქცენტს შიდა ტურიზმზე აკეთებს. "სტუმრებს შეუძლიათ შეგვიკვეთონ მზა საკვები ან მოიტანონ პროდუქტები და აქვე, თავად დაამზადონ ნებისმიერი კერძი“, - გვიყვება ის და დასძენს, რომ აქ ამისთვის ყველა პირობა არსებობს. ლაშა ამბობს, რომ ამჟამად ერთდროულად 20 კაცამდე მიღების საშუალება აქვს. მშენებლობის დასრულების შემდეგ ფიქრობს, რომ „ვილა კოლხიდა“ 60-ზე მეტი ტურისტის გამასპინძლების შეძლებს. რადიო "ათინათი" Website: http://radioatinati.ge/ Facebook: https://www.facebook.com/Rado.ATINATI Twitter: https://twitter.com/Atinati1059 Instagram: https://www.instagram.com/radioatinat..
Radio Atinati-ის სხვა ვიდეოები
აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვებისთვის ზუგდიდის მე-...
ედიშერ თოლორაია: ხმა მივეცი ზუგდიდის განვითარებას
ედიშერ თოლორაია განმუხურში მოსახლეობას შეხვდა
თოლორაიას საკრებულოს წევრის უფლებამოსილება არ შეუწ...
ედიშერ თოლორაიამ სხდომის წევრებისგან შენიშვნები და...
ლალი ანთია: მილების ქურდობა ედიშერ თოლორაიას უკავშ...
„თვითმმართველი ქალაქის გაუქმებიდან კანონპროექტის ჩ...
ექიმი:ზუგდიდის ინფექციურში მოთავსებული პაციენტების...
მსგავსი ვიდეოები
კომპანია იორკ თაუერსის პროექტების კონცეფცია
იორკ თაუერსი
ნარგავების სწრაფი ზრდისთვის გააკეთეთ ასე აუცილებლად. კვება ფ...
ვილა მანო Villa Mano
ვილა რეზიდენსი-AMTSE.
VR Holding
მულჩირება აზოტის სასუქი ცხელი ბალახის სახით
ვილა მანო Villa Mano
„ვილა მედიჩი\
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ვილა ჩილიადზე ! მილიონერის საყვარელი GTA5 ში
Amiko Zarkua - Games
აუცილებლად სანახავი ვიდეო :D არ გამოტოვოთ
ვილა მანო Villa Mano
ვილა ანავაია./Villa Anavaya.
V Limitless of group