ზუგდიდელი ახალგაზრდები კინოთეატრის მოსაწყობად მერიისგან შენობის გადაცემას ითხოვენ

10/11/2018
Radio Atinati-ის მიერ

ზუგდიდელმა ახალგაზრდებმა მერიას კინოთეატრის მოსაწყობად შენობის გამოყოფას თხოვენ. 20-მდე სკოლის მოსწავლემ შესაბამისი ბიზნეს გეგმა საკრებულოს თავმჯდომარეს, წევრებსა და მერიის სხვადასხვა სამსახურების წარმომადგენლებს დღეს წარუდგინეს. ახალგაზრდებს იდეის განსახორციელებლად ყველა ხარჯი, მათ შორის, ბილეთის, სავარაუდო, ფასიც აქვთ განსაზღვრული.

„ამ პროექტის მომზადებაში 20 მოსწავლე ვიყავით ჩართული. ბიზნეს გეგმის განსახორციელებლად დაგვჭირდა რვა თვე. ამ ხნის განმავლობაში ჩვენ გამოვკითხეთ საზოგადოება. რესპოდენტების დიდ ნაწილს სწორედ კინოთეატრის მოწყობა სურდათ. ჩვენ ასევე გათვლილი გვაქვს ბილეთის ფასები, რომელიც იქნება, სავარაუდოდ 5-დან 7 ლარამდე“, - თქვა სალომე კვაშილავა.

საკრებულოს წევრებმა ახალგაზრდების იდეა მოიწონეს და მზაობა გამოთქვეს, რომ მათ ფართის მოძიებაში დაეხმარებიან.

„ძალიან საინტერესო პრეზენტაცია წარმოგვიდგინეს ახალგაზრდებმა. ეს იყო ანალიზზე დაფუძნებული პრეზენტაცია, რეალურ საჭიროებაზე. მე პირადად, როგორც მოქალაქე და საკრებულოს წევრი ვეთანხმები, რომ ზუგდიდში უნდა იყოს კინოთეატრი. ჩვენ მათ გავიზიარეთ ჩვენი მოსაზრებები, თუ რა ლოკაციაზე შეიძლება კინოთეატრის დაფუძნება. მე დარწმუნებული ვარ, რომ ამ ახალგაზრდების მიერ წამოყენებულ საკითხს მერია მაქსიმალურად სწრაფად გადაწყვეტს“, - საკრებულოს წევრმა კონსტანტინე კაკავამ.

აღნიშნული ბიზნესგეგმა არასამთავრებო ორგანიზაცია „საუნჯეს“ და მშვიდობის კორპუსთან ერთად განხორციელებული პროექტის ფარგლებში მომზადდა, სადაც აღნიშნულმა ბავშვებმა ტერნინგ-კურსები სოციალური მეწარმეობასა და ბიზნესის შესახებ გაიარეს.

„ორგანიზაცია საუნჯემ მშვიდობის კორპუსთან ერთად განახორციელა პროექტი სოციალური მეწარმეობის განვითარება ზუგდიდის მუნიციპალიტეტში. ზუგდიდის ცხრა სკოლიდან შეირჩა ბავშვები, რომელბმაც გაიარეს ტრენინგ-კურსები. ძირითადი თემა იყო სოციალური მეწარმეობა და ბიზნესის შესახებ ინფორმაციის მიწოდება ახალგაზრდებისთვის. გამოავლინეს ძირითადი საკითხები , რომელიც მნიშვნელოვანი იყო ახალაგაზრდების განვითარებისთვის. როგორც გაირკვა კინოთეატრის იდეა იყო ძალიან საინტერესო და სწორედ ამ მიმართულებით განახორციელეს ბიზნეს გეგმა. მერიისგან არის მზაობა, რომ ისინი ახალგაზრდებს დაეხმარებიან კინოთეატრის ადგილის განსაზღვრაში. ამ პროექტს ახალგაზრდები არიან ჩართულები, ჩვენ მათ გავუზიარეთ ჩვენი გამოცდილება, თუმცა აღნიშნულ საკითხზე კვლევა და ბიზნეს გეგმა თავად შეადგინეს“, - აღნიშნა ორგანიზაციის წარმომადგენელმა მარი შონიამ.
რადიო \"ათინათი\"
Website: http://radioatinati.ge/
Facebook: https://www.facebook.com/Rado.ATINATI
Google+: https://plus.google.com/u/1/
Twitter: https://twitter.com/Atinati1059
Instagram: //www.instagram.com/radioatinati1059fm/

ვიდეოები „Radio Atinati"-ისგან