ზუგდიდელი კიკბოქსიორები “კიშენკოს თასის“ ფინალში გადავიდნენ

02.10.2016 01:59

მსოფლიოში კიკბოქსინგის ერთ- ერთი ყველაზე განთქმული ორგანიზაციის - Kunlun-ის ეგიდით ორგანიზებულ ტურნირზე ორი ზუგდიდელი იასპარეზებს.ირაკლი ჯგუშია და ნიკა ჯაკონია „კიშენკოს თასის“ მოსაპოვებლად სხვადასხვა წონით კატეგორიებში გამართავენ ბრძოლებს. კიკბოქსინგში საერთაშორისო ტურნირის "კიშენკოს თასი" შესარჩევ ეტაპს 1- 2 ოქტომბერს ორგანიზაციამ "კოლხეთის თასი"უმასპინძლა . მასში მონაწილეობას 4 სხვადასხვა წონით კატეგორიაში მოასპარეზე ახალგაზრდები იღებდნენ. შესარჩევი ეტაპის ორთაბრძოლები კიევის, რიგის და ზუგდიდის შემდეგ ბარსელონაში გაიმართება.ფინალური ბრძოლა ჩინეთში, 17 დეკემბერსაა დაგეგმილი. რადიო "ათინათი" Website: http://radioatinati.ge/ Facebook:   / rado.atinati.  . Google+: https://plus.google.com/u/0/116211701... Twitter: https://twitter.com/

გაზიარება: