ქართული ხალხური სიმღერა: პირველი ფონოჩანაწერები (1901-1914) [CD1]

03/19/2020
RamShemqmnaAdamianad-ის მიერ

Georgian Folk Song: The First Sound Recordings (1901-1914) [CD1] - expand the description for English

საქართველოში ხმოვანი ჩანაწერების ისტორია, ფაქტობრივად, მეოცე საუკუნესთან ერთად დაიწყო, როდესაც 1902 წლიდან (თუმცა ირიბი ცნობებით, პირველი ქართული მუსიკის ჩაწერა შეიძლება იქამდე ერთი წლით ადრეც დაიწყო) კომპანია \"გრამოფონმა\" რამდენიმე დიდი ექსპედიცია ჩაატარა საქართველოში და ჩაწერა ქართული ხალხური სიმღერის უამრავი ნიმუში; ამის გარდა, მათ გააკეთეს იმდროინდელი მულტიკულტურული თბილისის ძალიან ფართო მუსიკალური დოკუმენტაცია. ათწლეულის ბოლოს, შედარებით მცირე ჩამწერი სესიები ჩაატარა ფრანგულმა \"პათე\"-მაც.

ანზორ ერქომაიშვილისა და ვახტანგ როდონაიას მიერ დაწერილი (პროექტს უძღვებოდა კარლ ლინიქი) ეს უმნიშვნელოვანესი წიგნი იკვლევს პირველ მსოფლიო ომამდე საქართველოში დაგროვილი მუსიკალური მემკვიდრეობის ფოლკლორულ ნაწილს. 99 ხალხური სიმღერა ორგანიზებულია 4 დისკად და შეიცავს გიგო ერქომაიშვილის, სამუელ ჩავლეიშვილის, ია კარგარეთელის, ლევან ასაბაშვილის (დედას ლევანას), აპოლონ ცამციშვილის, სანდრო და მიხეილ კავსაძის გუნდების ჩანაწერებს. \"ქუთაისის გუნდის\" ხელმძღვანელი და შემადგენლობა არაა ცნობილი.

მიუხედავად იმისა, რომ ეს ნაშრომი მთლიანად არ მოიცავს იმ დროს ჩაწერილ მთლიან ხალხურ მასალას და სამწუხაროდ, \"გრამოფონს\" არ ჩაუწერია ბევრი ქართული კუთხის (მეგრული, აფხაზური, მესხეთის, აჭარის, მთის კუთხეების) მუსიკა, ესაა ამ თემაზე ჯერ-ჯერობით შექმნილი ყველაზე მასშტაბური დოკუმენტი და მის დისკებზე დატანებული მუსიკის ოთხი საათი ქართული ფოლკლორის მოყვარულთათვის ერთი დიდი ფესტივალი იქნება.

წიგნში ამ ჩანაწერების შესახებ უამრავ აუცილებელ დეტალს (ტექსტებს, მუსიკალურ აღწერას, ბიოგრაფიებს, სურათებს) შეხვდებით. მისი შოვნა მარტივი არაა, მაგრამ თუკი სადმე შეხვდებით, გახსოვდეთ, რომ ის ერთ-ერთი უძვირფასესი ნაწილია ქართული მუსიკალური ბიბლიოთეკითვის.

შრომის სიმღერები

1. ელესა - 0:00
2. ურმული - 2:30
3. ძველი გურული - 5:08
4. ერიო ბიჭო, ბიჭებო - 7:03
5. გუთნური - 10:20
6. სიმინდსა თოხნა დავუწყოთ - 13:08
7. მეტივური - 14:55
8. ღმერთო, მეც გადმომხედე - 17:57
9. კალოს ხელხვავი - 20:50
10. მთებში - 24:08
11. საჯაოხურა - 26:52

საცეკვაო სიმღერები

12. მუმლი მუხასა - 31:49
13. გურული ფერხული - 34:35
14. გურული საცეკვარი - 37:37
15. ვოსო-ვერა (ვოისა) - 40:30
16. ვარდა (ვარადო) - 43:05
17. იარამაშაიდა - 45:44
18. ლალო, ვაი არალო (მოდისო მტერი, კახელნო) - 48:24

საგალობლები

19. ძილისპირი (შენ, რომელმან განანათლე) - 51:45
20. ძილისპირი (სიყვარულმა მოგიყვანა, უფალო) - 54:04
21. მამაო ჩვენო - 54:59
22. შობის დღესასწაულებში სათქმელი ძილისპირი (შობა შენი უხრწნელ არს) - 57:52
23. შენ კი გალობ (შენ გიგალობ) - 59:07

შემსრულებლები:

- გიგო ერქომაიშვილის გუნდი: 1, 3, 11, 13-15, 17
- გიგო ერქომაიშვილის ტრიო (გიგო ერქომაიშვილი, არტემ ერქომაიშვილი, გიორგი იობიშვილი): 22
- სანდრო კავსაძე: 2, 5, 10
- სანდრო კავსაძის გუნდი: 7-8, 16, 21
- მიხეილ კავსაძის გუნდი: 4, 18
- აპოლონ ცამციშვილის გუნდი: 6, 23
- ხუხუნაიშვილების (ბესარიონ, კოწია და ალმასხან) ტრიო: 9
- ქუთაისის გუნდი: 12
- სამუელ ჩავლეიშვილის გუნდი: 19-20

ჩაწერის თარიღი:

1903 - 6, 23
1907 - 1, 3, 5, 8, 11, 13-17, 21-22
1909 - 2, 7, 10, 12, 19-20
1914 - 4, 9, 18

გურული სიმღერები: 1, 3, 9, 11, 13-14, 17, 20
გურულ-იმერული სიმღერები: 19, 22
ქართლ-კახური სიმღერები: 2, 4-6, 8, 10, 12, 18-19, 21, 23
ქართლური სიმღერები: 7
კახური სიმღერები: 16
აჭარული სიმღერები: 15

History of recorded sound in Georgia starts right away with 20th century. Caucasus region attracted wide attention of world's leading record companies from the very start of 1900s. Starting in 1902 (although some indirect info states that first Georgian recordings might have happened a year earlier) Gramophone company undertook several large expeditions and recorded a huge number of Georgian folk songs; apart from this, they also made the wide musical documentation of extremely multicultural pre-Soviet Tbilisi. At the end of 00s, several smaller-scale sessions were also held by Pathé.

This book by Anzor Erkomaishvili and Vakhtang Rodonaia (project led by Carl Linich) researches the folkloric side of Georgia's musical inheritance amassed before World War 1. 99 traditional songs are organized onto 4 CDs, mostly containing recordings by choirs directed by Gigo Erkomaishvili, Samuel Chavleishvili, Ia Kargareteli, Levan Asabashvili (Dedas Levana), Apolon Tsamtsishvili, Sandro Kavsadze, Mikheil Kavsadze and a one from Kutaisi with the director unknown.

While this work is not the complete almanac of early Georgian folk recordings and Gramophone expeditions for some reason overlooked the traditional music from many parts of the country, it still remains the most comprehensive document on earliest recorded Georgian folklore done so far. 4 hours of music on discs that complement the book could create a festival for all who appreciate Georgian folk music.

The book contains many essential details (lyrics in Georgian and English, musical description, bios, photos) for the listener. Hard to find - but if you ever come across, remember that it is one the most valuable books ever dedicated to Georgian music.

See the pinned post for English tracklist \u0026 details.

ვიდეოები „RamShemqmnaAdamianad"-ისგან