ანსამბლი „რუსთავი“ - ასი ქართული ხალხური სიმღერა [1989] (LP2)

08/22/2018
Lasha Gabunia-ის მიერ

LP 2:
გვერდი 3:
01-შენ, ბიჭო, ანაგურელო 00:00
02-წმინდა დედოფლის საგალობელი 04:36
03-ბუბა ქაქუჩელა 07:34
04-ეუკუნათ კაკუტებს 11:48
05-შვიდკაცა 14:10
06-იმერული ნადური 16:08

გვერდი 4:
07-ყანსავ ყიფიანე 20:05
08-ურმული 23:38
09-ალიფაშა 28:39
10-კუნტა ბედინერა 30:39
11-საბოდიშო 32:25
12-გარეკახური საჭიდაო 35:43

მღერის ანსამბლი „რუსთავი“ – ასი ქართული ხალხური სიმღერა

© 1989, „მელოდია“, ანსამბლი „რუსთავი“

Vinyl rip by – ERM0NIA

ანსამბლი „რუსთავი“ შეიქმნა მომღერლისა და მუსიკოლოგის, ანზორ ერქომაიშვილის მიერ 1968 წელს. თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში სწავლის შემდეგ, ერქომაიშვილმა მთელი საქართველოდან მოიწვია მომღერლები რათა თავიანთი რეპერტუარი და მათი კუთხისათვის დამახასიათებელი სტილი მოეტანათ ანსამბლში. დაარსების დღიდან ანსამბლს გამართული აქვს 7000-ზე მეტი კონცერტი მსოფლიოს 80-მდე ქვეყანაში. რუსთაველებმა პირველი გრამფირფიტა ჩაწერეს საბჭოთა მუსიკალური ფირმა „მელოდიისთვის“ 1973 წელს. სწორედ ამ პერიოდის ჩანაწერიდან ამოარჩიეს „რუსთავის“ მიერ შესრულებული „ჩაკრულო“ კოსმოსური ზონდებისთვის „ვოიაჯერ 1“ და „ვოიაჯერ 2“, რომლებიც 1977 წელს გაემგზავრნენ კოსმოსში. ანსამბლ „რუსთავში“ მღეროდნენ ისეთი საქვეყნოდ ცნობილი მომღერლები, როგორებიც არიან: ჰამლეტ გონაშვილი, რამინ მიქაბერიძე, ბადრი თოიძე, ომარ კელაპტრიშვილი, ბონდო გუგავა, ტარიელ ონაშვილი, ამირან გოლიაძე, ტრისტან სიხარულიძე და სხვები.

ამ ვინილ-ბოქსის – „ასი ქართული ხალხური სიმღერის“ პირველი გამოცემა სახელწოდებით „60 ქართული ხალხური სიმღერა“ 1981 წელს ჩაეშვა გაყიდვაში. ეს კი 1989 წელს საკმაოდ შეზღუდული ტირაჟით (5000 ცალი) გამოვიდა. მიუხედავად იმისა, რომ ამ ალბომში საკმაოდ ბევრი საეკლესიო საგალობელია შესული, მას მაინც „ასი ქართული ხალხური სიმღერა“ ეწოდა. ამის მიზეზია სიმღერების ჩაწერის ეპოქა (1970-იანები და 1980-იანები) და მაშინდელი სახელმწიფო სისტემა. კომუნისტური პარტიის მმართველობის ქვეშ მყოფ ქვეყანაში ზედმეტი სიფრთხილით ეკიდებოდნენ ტერმინ „საეკლესიო საგალობლის“ გამოყენებას და ზოგადად, მათ შესრულებასაც, ამიტომ საეკლესიო ჰიმნები თუ საგალობლები ხალხურ მუსიკად საღდებოდა.