ჩერნიგოვის დაბომბვას შვიდი ადამიანი ემსხვერპლა
08/19/2023
რუსეთის მიერ ქალაქ ჩერნიგოვის დაბომბვის შედეგად შვიდი ადამიანი დაიღუპა, დაშავებულია 117 პირი. ინფორმაციას უკრაინული მედია შინაგან საქმეთა მინისტრზე დაყრდნობით ავრცელებს. დაშავებულთა შორის 12 ბავშვია. ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, ჩერნიგოვის ცენტრზე დარტყმა სავარაუდოდ, ბალისტიკური რაკეტით განხორციელდა. დაზიანებულია ქალაქის დრამატული თეატრი. „შაბათის ჩვეულებრივი დღე, რომელიც რუსეთმა ტკივილისა და დანაკარგის დღედ აქცია. არიან დაღუპულები და დაშავებულები. ჩემი სამძიმარი ყველას, ვინც ახლობლები დაკარგა“, – ასე გამოეხმაურა დარტყმას სოციალურ ქსელში უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი, რომელიც დღეს შვედეთში გაემგზავრა. უკრაინული მედიის ცნობით, დარტყმის დროს ჩერნიგოვის ცენტრში მდებარე დრამატულ თეატრში დრონების მწარმოებლებისა და აეროდაზვერვის სკოლების წარმომადგენელთა შეხვედრა იმართებოდა.
ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel.1tv.ge
გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.