ომი უკრაინაში - 38 დღე
ომის 38-ე დღე - მოწინააღმდეგის ქვედანაყოფები შეტევითი დაჯგუფებების შესაქმნელად, ჯარების გადაჯგუფებას აგრძელებენ. ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ოპერატიულ ინფორმაციაშია ნათქვამი. ამ ცნობის მიხედვით, რუსულ ძალებს უკრაინის ტერიტორიიდან ბელორუსის რესპუბლიკაში გაჰყავთ ჯარები და ამ მიმართულებით ახორციელებენ იმ რაიონების, ასევე იმ ტექნიკის დანაღმვას, რომელიც ევაკუაციას არ ექვემდებარება, რათა უკრაინული ჯარების წინსვლა შეფერხდეს. გარდა ამისა, ოკუპანტები ჯერ კიდევ აგრძელებენ ჩერნიგოვის ბლოკადას და აყენებენ საარტილერიო დარტყმებს ქალაქის საცხოვრებელ უბნებსა და უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფების პოზიციებს. ოკუპანტები აგრძელებენ ასევე ხარკოვის ბლოკადას, საცხოვრებელი ტერიტორიების დაბომბვას და უკრაინული ძალების პოზიციების დაზვერვას უპილოტო საფრენი აპარატების გამოყენებით. რუსული ძალები კვლავ იკავებენ ქალაქ იზიუმის ნაწილს. დონეცკის მიმართულებით ოკუპანტები აგრძელებენ საცეცხლე და თავდასხმით ოპერაციებს უმეტეს მიმართულებებზე. ასევე, მიმდინარეობს საცეცხლე და თავდასხმითი შეტევა ქალაქ მარიუპოლზე კონტროლის დასამყარებლად. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel.1tv.ge გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
ომი უკრაინაში - 38 დღე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ომი უკრაინაში - 38 დღე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ომი უკრაინაში -108-ე დღე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ომი უკრაინაში - 67-ე დღე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ომი უკრაინაში - 290-ე დღე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ომი უკრაინაში - 334-ე დღე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ომი უკრაინაში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ქალებზე ძალადობა ომის დროს უკრაინის ოკუპირებულ ქალაქებში, რო...
TV IMEDI