ომი უკრაინაში - 334-ე დღე

23.01.2023 00:51

უკრაინაში ომი გრძელდება. ქვეყნის არმიამ დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონებში რუსეთის საოკუპაციო ძალების შეტევა 11 დასახლებულ პუნქტთან მოიგერია. რუსეთის ფედერაციის ჯარებმა ღამის განმავლობაში ორჯერ გაუხსნეს ცეცხლი დნეპროპეტროვსკის ოლქის ნიკოპოლის რაიონს. ოკუპანტები ბახმუტზე თავდასხმას აგრძელებენ და ცდილობენ შეტევას ზაპოროჟიეს, ავდეევკისა და ლიმანის მიმართულებით, - ვკითხულობთ გენშტაბის ინფორმაციაში. ანგარიშში ასევე წერია, რომ რუსეთის საოკუპაციო ძალები თავდაცვის რეჟიმზე იმყოფებიან კუპიანსკის, ნოვოპავლოვსკის და ხერსონისკენ. რუსებმა ნაღმტყორცნებითა და არტილერიით დაბომბეს სუმისა და ხარკოვის რეგიონების დასახლებული პუნქტებიც. უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა მტრის ცოცხალი ძალის ხუთი საკონცენტრაციო ზონა და საბრძოლო მასალის ორი საცავი დაბომბეს. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge   გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება: