რუსეთის საომარი მოქმედებები უკრაინაში


უკრაინის ექვს ოლქში დილიდან სროლისა და აფეთქებების ხმა ისმის - რუსული ძალების სამიზნე ახლა კიევის, ოდესის, ჩერნიგოვის, კოროვოგრადის, ვოლინსკისა და ხმელნიცკის ოლქებია. ყველა ჩამოთვლილ რეგიონში ამუშავდა საჰაერო თავდაცვითი სისტემები. ხელისუფლება კი მოსახლეობას მოუწოდებს, თავი თავშესაფრებს შეაფარონ. ღამის განმავლობაში, რუსმა ოკუპანტებმა ნიკოლაევსა და დნეპროპეტროვსკზე იერიში განახორციელეს. უკრაინის გვარდიის ინფორმაცით, რუსულმა ძალებმა ბახმუტის მშვიდობიანი მოქალაქეები კასეტური საბრძოლო მასალის გამოყენებით დაბომბეს.

გავრცელებული ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად რამდენიმე მშვიდობიანი მოქალაქე დაშავდა. ამერიკის ომის შემსწავლელი ინსტიტუტის ინფორმაციით, რუსულმა არმიამ ხერსონის ოლქში უკან დახევა დაიწყო, თუმცა ექსპერტები ვარაუდობენ, რომ შესაძლოა, რუსებმა კახოვსკაიას ჰიდროელექტროსადგურის კაშხალი ააფეთქონ.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge  
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან