გასული დღე-ღამის განმავლობაში რუსეთის ძალებს უკრაინაში შეტევის რამდენიმე მცდელობა ჰქონდათ. ისინი ცდილობდნენ წინსვლას ბახმუტთან, მარინკასთან და ახლახანს გათავისუფლებულ სოფელ უროჟაინოეს მიდამოებში, თუმცა მცდელობა უშედეგო აღმოჩნდა. ამის შესახებ უკრაინის გენერალური შტაბი იტყობინება. უკრაინული მხარის ინფორმაციით, უკრაინის თავდაცვის ძალები აგრძელებენ შეტევით ოპერაციას მელიტოპოლისა და ბერდიანსკის მიმართულებით. რუსეთის ძალებმა კი დრონებით, ავიაციითა და არტილერიით ზაპოროჟიეს ოლქზე მიიტანეს იერიში. დაშავდა ერთი ადამიანი. ასევე ცეცხლი გაუხსნეს ხარკოვის ოლქის ქალაქ კუპიანსკს, სადაც ერთი სამოქალაქო პირია დაჭრილი. რაც შეეხება ჩერნიგოვის ცენტრის გუშინდელ დაბომბვას, ბოლო მონაცემებით, დაღუპულია შვიდი და დაშავებულია 148 ადამიანი. დაღუპულთა და დაშავებულთა შორის არიან ბავშვები. ბალისტიკური რაკეტით დარტყმა დრამატულ თეატრზე განხორციელდა, სადაც დრონების მწარმოებელთა და აეროდაზვერვის სასწავლებლების წარმომადგენელთა შეკრება იმართებოდა. უკრაინის პრეზიდენტი ამბობს, რომ უკრაინელი სამხედროები ჩერნიგოვზე რუსეთის თავდასხმას პასუხს გასცემენ.
ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel.1tv.ge
გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.