ელექტრონული ლიცენზირება და ანგარიშგება
ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტომ, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მონაცემთა გაცვლის სააგენტოსთან ერთად, ელექტრონული ლიცენზირების პროგრამა შეიმუშავა, რომლის საშუალებითაც ლიცენზიის მაძიებლებს და მფლობელებს ბირთვულ და რადიაციულ საქმიანობასთან დაკავშირებული პროცედურები გაუმარტივდათ. ლიცენზირების ახალი პროგრამის პირობები საზოგადოებას გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრმა გიგლა აგულაშვილმა და მინისტრის მოადგილემ მაია ბითაძემ გააცნეს. გიგლა აგულაშვილმა ბიზნეს პორტალის პირველ მომხმარებლებს სიმბოლურად ბირთვული და რადიაციული საქმიანობის სალიცენზიო მოწმობა გადასცა. ახალი პროგრამის მიხედვით, ლიცენზიის მაძიებლებს და მფლობელებს შეუძლიათ სახლიდან გაუსვლელად, ერთი ფანჯრის პრინციპით ბირთვული და რადიაციული საქმიანობის ლიცენზიის მიღება, გაუქმება და მასში ცვლილებების შეტანა, ასევე 1 აპრილიდან 1 მაისამდე ბირთვული და რადიაციული საქმიანობის სალიცენზიო პირობების დაცვის შესახებ ანგარიშგების წარდგენა; სალიცენზიო მოსაკრებლის გადახდა შესაძლებელია ინტერნეტ და მობაილ ბანკებით, შიდა და ექსპრეს ფეის ტერმინალბით. ბირთვული და რადიაციული საქმიანობის ლიცენზიის მაძიებლები და ლიცენზიის მფლობელები ბიზნეს პორტალის საკუთარ გვერდზე მიიღებენ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ სამართლებრივ აქტებს და წერილებს ბირთვული და რადიაციული საქმიანობის ლიცენზიების გაცემასთან, გაუქმებასა და მასში ცვლილების შეტანასთან დაკავშირებით, რომელიც დამატებით ეცნობებათ საკუთარ ელ. ფოსტაზე და მოკლე ტექსტური შეტყობინებით; ბიზნეს პორტალზე შესასვლელად გადადით შემდეგ ბმულზე: http://gov.ge/s/08225
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო-ის სხვა ვიდეოები
ბრიფინგი ნაძვის ხეების შესახებ
MOE: სტიქიური მოვლენების ატლასი
MOE: ორდღიანი კონფერენცია ბუნებრივი რესურსების მარ...
MOE: აქცია „მწვანე მომავალი"-ის ფარგლებში ტელემაუწ...
MOE: მინისტრთა კაბინეტის წევრებმა 9 აპრილს დაღუპულ...
01:15
MOE: დარიშხანშემცველი ნარჩენების მართვის პროექტის...
02:58
MOE: ბოტანიკურ ბაღში კამპანია „ბაღის ფრინველთა საა...
01:10
MOE: ბიომრავალფეროვნების საერთაშორისო დღესთან დაკა...
მსგავსი ვიდეოები
მიკრო ბიზნესი
Cresco Vlog
საქართველოს მასშტაბით საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მოძრაობა ი...
პირველი არხი - ბიზნესპარტნიორი
საქართველოს თავდაცვის სამინისტროში ელექტრონული ლიცენზირების...
თავდაცვის სამინისტრო
სავალუტო ტაბლოს დამზადება
ULTRAMARINI GEORGIA
ელექტრონული მუსიკის არანჟირების ნიმუში
ხმის ჩამწერი სტუდია უნივერსალი
ელექტრონული მუსიკა - Electronic Music Futuremono - Lands Unk...
Lomsa - Music
ელექტრონული ფოსტის მისამართის შექმნა
George Datukishvili
ელექტრონული ხელმოწერისათვის ID ბარათის წამკითხველი პროგრამის...
mariam abramia