მიკრო ბიზნესი

10/14/2021
Cresco Vlog-ის მიერ

მიკრო ბიზნესი
რატომ შეიძლება იყოს სასარგებლო მიკრო ბიზნესის სტატუსის რეგისტრირება?

საქმიანობების ჩამონათვალი, რომლებზეც არ ვრცელდება მიკრო ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური პირებისათვის დადგენილი კალენდარული წლის განმავლობაში მისაღები ჯამური ერთობლივი შემოსავლის 30 000-ლარიანი ზღვარი:
1. სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის მოყვანა, რომელიც ხორციელდება ტრაქტორებით ან კომბაინებით.
2. ხალიჩებისა და ორხოვისებრი ნაწარმის წარმოება.
3. პულოვერებისა და ანალოგიური ნაწარმის წარმოება.
4. ზედა ტანსაცმლის წარმოება, გარდა მოდელების დემონსტრირებისა და ჩვენებისა.
5. საცვლების წარმოება.
6. თავსაბურავების წარმოება.
7. დანარჩენი ტანსაცმლისა და აქსესუარების წარმოება.
8. ხის სხვადასხვა ნაწარმის წარმოება.
9. ტანსაცმლისა და თავსაბურავების ხის საკიდების წარმოება.
10. ხის საოჯახო ნივთებისა და სამზარეულოს საკუთნოების წარმოება.
11. ფაიფურისა და ქაშანურის სამეურნეო-საყოფაცხოვრებო ნაკეთობების წარმოება.
12. სამეურნეო-საყოფაცხოვრებო ჭურჭლისა და ინვენტარის წარმოება.
13. მუსიკალური ინსტრუმენტების წარმოება.
14. აკორდეონებისა და ანალოგიური საკრავების, მათ შორის, ტუჩის გარმონიკების წარმოება.
15. სასულე მუსიკალური ინსტრუმენტების წარმოება.
16. ცოცხებისა და ჯაგრისების წარმოება.
17. საყოფაცხოვრებო საქონლისა და პირადი მოხმარების საგნების რემონტი.
18. საყოფაცხოვრებო საქონლისა და პირადი მოხმარების საგნების რემონტი, თუ ის ხორციელდება ამ საგნების წარმოების, საბითუმო და საცალო ვაჭრობისაგან დამოუკიდებლად, თუ რემონტი ხორციელდება საქმიანობის სხვა სახეობებთან ერთად, მაშინ იგი განეკუთვნება საცალო და საბითუმო ვაჭრობის ან ამ საქონლის წარმოების შესაბამის დაჯგუფებებს.
19. ფეხსაცმლისა და ტყავის ნაწარმის რემონტი.
20. საყოფაცხოვრებო ელექტრონული ნაწარმის რემონტი.
21. საათებისა და საიუველირო ნაწარმის რემონტი.
22. ტანსაცმლის გადაკეთება და რემონტი.
23. საყოფაცხოვრებო საქონლისა და პირადი მოხმარების საგნების რემონტი.
24. თეთრეულისა და სხვა საფეიქრო ნაწარმის რეცხვა და დამუშავება.
25. შინამეურნეობის გაძღოლასთან დაკავშირებული მომსახურება.
შენიშვნა: აღნიშნული საქმიანობების ჩამონათვალზე არ გავრცელდება მიკრო ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური პირებისათვის დადგენილი კალენდარული წლის განმავლობაში მისაღები ჯამური ერთობლივი შემოსავლის 30 000-ლარიანი ზღვარი, თუ ფიზიკური პირი დამოუკიდებლად ახორციელებს ეკონომიკურ საქმიანობას, არ იყენებს დაქირავებულ პირთა შრომას და თავადვე ახორციელებს ჩამონათვალში მოცემული საქონლის ან/და მომსახურების წარმოებას და საცალო წესით მიწოდებას საბოლოო მომხმარებელზე.


აკრძალული საქმიანობების ჩამონათვალი, რომელთა განხორციელების შემთხვევაში არ შეიძლება ფიზიკური პირისათვის მიკრო ბიზნესის სტატუსის მინიჭება
1. საქმიანობები, რომლებიც საჭიროებენ ლიცენზირებას ან ნებართვას, გარდა „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის 261 პუნქტით გათვალისწინებული („საქართველოს დედაქალაქში მსუბუქი ავტომობილით − ტაქსით (M1 კატეგორია) გადაყვანის ნებართვა“) საქმიანობისა.
2. საქმიანობები, რომლებიდანაც მიღებულმა შემოსავლებმა კალენდარული წლის განმავლობაში შესაძლოა გადააჭარბოს 30 000 ლარს.
3. სავალუტო ოპერაციების განხორციელება.
4. სამედიცინო (გარდა სახელმწიფო პროგრამაში ჩართული სოფლის ექიმისა და ექთნის/ფერშლის მიერ გაწეული სამედიცინო საქმიანობისა), არქიტექტურული, საადვოკატო ან სანოტარო, სააუდიტო, საკონსულტაციო (მათ შორის, საგადასახადო კონსულტანტთა) საქმიანობა.
5. სათამაშო ბიზნესი.
6. ვაჭრობა.
შენიშვნა: აღნიშნული დანართის მე-6 პუნქტი არ ეხება იმ შემთხვევას, როდესაც ხორციელდება შესყიდული საქონლის გადამუშავება და მიწოდება.


#მიკრო ბიზნესი #მეწარმე #სამეწარმეო საქმიანობა #ბიზნესი #კრესკო #Cresco