მერაბ ქვარაიას „ანგარიში მოსახლეობას“ უმეტესად საჯარო უწყებებში დასაქმებულები დაესწრნენ
ზუგდიდის მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში მაჟორიტარი დეპუტატის მერაბ ქვარაიას ანგარიშს ისმენდნენ. შეხვედრას ძირითადად საჯარო მოხელეები და სხვა სახელმწიფო და კერძო სექტორში დასაქმებული მოქალაქეები დაესწრნენ. ღონისძიებაზე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებიც იმყოფებოდნენ. აღნიშნულთან დაკავშირებით ენმ-ის ზუგდიდის ორგანიზაციის ხელმძღვანელის ანა წითლიძის კითხვას მერაბ ქვარაიამ უპასუხა, რომ, შეხვედრის შესახებ, თითქმის, ერთი კვირის განმავლობაში მოკლე ტექსტური შეტყობინებები გაეგზავნა 10 000-მდე ზუგდიდელს. „ყველა საშუალება გამოვიყენეთ, რომ თითოეული ზუგდიდელი დაუწყებული ყოფილიყო შეხვედრის შესახებ და აქ დასწრება დღეს ნებისმიერ მათგანს შეეძლო, საჯარო მოხელეებს კი ანგარიშის მოსმენას ვერ ავუკრძალავ“, - განაცხადა ქვარაიამ. რაც შეეხება იმას, რომ სამართალდამცავებმა გარემოვაჭრეები შეხვედრაზე არ შეუშვეს, ქვარაიამ თქვა, რომ მათთვის შემოსვლა არავის აუკრძალავს. „არა მგონია, ვინმეს არ შემოეშვა გარემოვაჭრეები. მე მათ გუშინაც შევხვდი და მზად ვარ, კვლავ შევხვდე“, - განაცხადა ქვარაიამ. აღნიშნულთან დაკავშირებით შეხვედრის ორგანიზატორმა განმარტა, რომ მათ გარემოვაჭრეებს შემოსვლა შესთავაზეს, თუმცა ეს თავად არ ისურვეს. რადიო "ათინათი" Website: http://radioatinati.ge/ Facebook: https://www.facebook.com/Rado.ATINATI... Google+: https://plus.google.com/u/0/116211701... Twitter: https://twitter.com/
Radio Atinati-ის სხვა ვიდეოები
აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვებისთვის ზუგდიდის მე-...
ედიშერ თოლორაია: ხმა მივეცი ზუგდიდის განვითარებას
ედიშერ თოლორაია განმუხურში მოსახლეობას შეხვდა
თოლორაიას საკრებულოს წევრის უფლებამოსილება არ შეუწ...
ედიშერ თოლორაიამ სხდომის წევრებისგან შენიშვნები და...
ლალი ანთია: მილების ქურდობა ედიშერ თოლორაიას უკავშ...
„თვითმმართველი ქალაქის გაუქმებიდან კანონპროექტის ჩ...
ექიმი:ზუგდიდის ინფექციურში მოთავსებული პაციენტების...
მსგავსი ვიდეოები
გარემოვაჭრეებს მაჟორიტართან შეხვედრაზე დასწრების საშუალებას...
Radio Atinati
მერაბ ქვარაია გარემოვაჭრეებს შეხვდა
Radio Atinati
მოქალაქე მერაბ ქვარაიას: თქვენ ბრძანდებით არასრულფასოვანი ქა...
Radio Atinati
ხმაური მაჟორიტარი დეპუტატის ანგარიშის პრეზენტაციაზე
Radio Atinati
„ენმ“-მ მერაბ ქვარაია კორუფციაში დაადანაშაულა
Radio Atinati
დაპირისპირება საკრებულოს სხდომაზე
Radio Atinati
მერაბ ქვარაია თვითმმართველობის კოდექსზე: უნდა შევეგუოთ იმას,...
Radio Atinati
,,საერთაშორისო გამჭვირვალობა'' საქართველოს ზუგდიდის ოფისის ხ...
Radio Atinati