ხმაური მაჟორიტარი დეპუტატის ანგარიშის პრეზენტაციაზე
ზუგდიდის ტექნოპარკში მაჟორიტარი დეპუტატის მერაბ ქვარაიას მუშაობის ანგარიშის წარდგენაზე ხმაური ანი წითლიძის კითხვებს მოჰყვა. „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატი დაინტერესდა, თუ სად იყო ქვარაია, როცა გარემოვაჭრეებმა არაერთხელ ითხოვეს მასთან შეხვედრა. ,,სად იყავით, როცა საკრებულომ სასწრაფოდ მიიღო გარევაჭრობასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება და სად ხართ, როცა თვითმმართველი ქალაქის სტატუსი წაართვეს ზუგდიდს?! თქვენ ვერ ამართლებთ იმ ადამიანების იმედებს, ვინც მოგცათ ხმა’’,- უთხრა წითლიძემ ქალაქის მაჟორიტარ დეპუტატს.გარდა ამისა, საკრებულოს წევრმა ქვარაიას კითხვები ქვაფენილების დამგები 70 მუშის სახელფასო დავალიანების შესახებაც დაუსვა, რაზედაც მაჟორიტარმა უპასუხა რომ ეს კერძო სამართლებრივი დავაა და დეპუტატი პროკურატურის საქმიანობაში არ ჩაერევა. რაც შეეხება გარემოვაჭრეებს, ქვარაია ამბობს, რომ ამ მიმართულებით უფრო აქტიური მუშაობაა საჭირო და თავადაც ჩართულია მათ მოგვარებაში. "ადგილობრივმა ხელისუფლებამ უნდა გაითვალისწინოს როგორც გარე, ასევე, შიდა მოვაჭრეების ინტერესები და ხისტი პოლიტიკის გატარება აუცილებელი არ არის", - აღნიშნა ქვარაიამ. ანი წითლიძე დევნილების საკითხითაც დაინტერესდა, რაზედაც ქვარაიმ უპასუხა, რომ ეტაპობრივად საცხოვრებელი ფართით ყველა დევნილი დაკმაყოფილდება.წითლიძის თქმით, მან დასმულ კითვებზე პასუხი ვერ მიიღო და ქვარაიას დემაგოგი უწოდა. სწორედ მის ამ რეპლიკას გამო დაუპირისპირდენ საკრებულოს დეპუტატს შეკრებილები. მათი ნაწილის თქმით, აღნიშნული კითხვები მაჟორიტარი დეპუტატის მიმართ არარელევანტური იყო. წითლიძემ შეხვედრა პროტესტის ნიშნად დატოვა. ,,მერაბ ქვარაია ანგარიშს აბარებს არა ხალხს, არამედ საკუთარი გუნდის წევრებს’’- თქვა ჟურნალისტებთან წითლიძემ. პარლამენტის წევრი მერაბ ქვარაიამ ზუგდიდის ტექნოპარკში საზოგადოებას მუშაობის ანგარიში გააცნო და მათ კითხვებს უპასუხა. ქვარაიამ, ასევე, საკუთარი ბიუროს საქმიანობის სამომავლო გეგმებსა და მიმდინარე პროექტებზე ისაუბრა. რადიო "ათინათი" Website: http://radioatinati.ge/ Facebook: https://www.facebook.com/Rado.ATINATI... Google+: https://plus.google.com/u/0/116211701... Twitter: https://twitter.com/
Radio Atinati-ის სხვა ვიდეოები
აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვებისთვის ზუგდიდის მე-...
ედიშერ თოლორაია: ხმა მივეცი ზუგდიდის განვითარებას
ედიშერ თოლორაია განმუხურში მოსახლეობას შეხვდა
თოლორაიას საკრებულოს წევრის უფლებამოსილება არ შეუწ...
ედიშერ თოლორაიამ სხდომის წევრებისგან შენიშვნები და...
ლალი ანთია: მილების ქურდობა ედიშერ თოლორაიას უკავშ...
„თვითმმართველი ქალაქის გაუქმებიდან კანონპროექტის ჩ...
ექიმი:ზუგდიდის ინფექციურში მოთავსებული პაციენტების...
მსგავსი ვიდეოები
გარემოვაჭრეებს მაჟორიტართან შეხვედრაზე დასწრების საშუალებას...
Radio Atinati
ხმაური და დაპირისპირება მცხეთაში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ხმაური ხობში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ხმაური და დაპირისპირება მცხეთში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ხმაური და დაპირისპირება ოზურგეთში, მაჟორიტარი დეპუტატის ბიურ...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
დაპირისპირება ხულოში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
„მოამბე“ 10 საათზე, 22 ნოემბერი, 2019 #LIVE
პირველი არხი - LIVE
ოზურგეთში, მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროსთან ხმაური და დაპირისპ...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster